კვირა, აგვისტო 3, 2025

გოგონას საშველად ზღვაში შესულ ბიძას გული გაუსკდა… – ტრაგედია ოკუპირებულ გალში

ტრაგედია მოხდა გუშინ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ გაგიდეში, სადაც ზღვაში გალის 1-ელი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი ელენე ჭოლარია და მისი ბიძა ზაზა გეგეჭჯორი დაიხრჩო.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი ზღვაში გოგონას დასახმარებლად შევიდა, თუმცა როდესაც ის გარდაცვლილი ნახა, გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

„ანგელოზი გოგონა ნაადრევად წავიდა ზეცაში და ზაზა გეგეჭკორი –დიდი ოჯახის პატრონი ახალგაზრდა კაციც დავკარგეთ ნაადრევად –ორმაგი ტრაგედია დაგვემართა“ – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში და ოჯახს უსამძიმრებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ალეკო ელისაშვილი თუ იქნება მერობის კანდიდატი, მისი დამარცხება მარტივია, თუ მოგებაა მიზანი, არ მგონია, სერიოზულად განიხილებოდეს მისი კანდიდატურა

ჯერჯერობით ჩვენ არ ვგეგმავთ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას, მაგრამ თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ელექტორალურად მომგებიანი იქნება, დავფიქრდებით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, „გირჩი“ წაგებულ თამაშში შესვლას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.„ვითარებაში, როცა ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი აურზაურია და მოგების შანსი ძალიან დაბალია, წაგებულ თამაშში შესვლას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. თუ ელისაშვილი იქნება კანდიდატი, მისი დამარცხება მარტივი იქნება, მათ შორის, ჩვენთვისაც. მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ადგილი დაიკავო თბილისში და ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტია გახდე, ღირდეს კანდიდატის დაყენება, მაგრამ ზოგადად ის, რაც გალილეომ მოაწყო, კანდიდატებზე, არჩევნებზე და ა.შ. ცოტა სასაცილოა. არ მგონია, რომ სერიოზულად განიხილებოდეს ელისაშვილის კანდიდატურა, თუ მოგებაა მიზანი. თუ უბრალოდ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ისიც უცნაურია, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი კრიტიკა მოჰყვა ამ ყველაფერს მათ მიმართ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს

4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.მათივე ცნობით, დასკვნითი სხდომა საქართველოს პარლამენტში 11:00 საათზე გაიმართება.„4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა.სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა. 

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის.„ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს, და უფრო მეტიც, როგორც მიდის ახლა პროცესები, ვფიქრობ, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის. დანარჩენი გადამწყვეტი იქნება ხალხის ნება, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ ხალხის სიმპათიები არის სწორედ კახი კალაძის მხარეს. ჩემი მიზანი იცით, რაც არის, გვინდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი – გვახსენდება ორი წლის წინანდელი დღეები, შოვის სტიქია, რომელმაც 32 ადამიანი შეიწირა, გვახსოვს მოსახლეობის პირველი რეაქციები, მაშინ გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია

რაჭაში ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მძიმე დღეები, სტიქია, რომელმაც 32 ადამიანი შეიწირა. მთავრობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, რომ ის პირობა, რაც მისცა პრემიერმა ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ ახლობლებს, შესრულებულიყო, არ დარჩენილიყო არცერთი ოჯახი, რომელიც ცოცხლად ან გარდაცვლილად მაინც ვერ იპოვიდა თავის ოჯახის წევრს და ვერ შეძლებდა მის დატირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, შოვის ტრაგედიის დროს გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია.„გვახსოვს ეს ტრაგედია და გვახსოვს ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის, ადგილობრივების პირველი რეაქციები, მათი მისვლა ადგილზე, ჩვენი მეხანძრე-მაშველების გმირობა, ექიმები, სამხედროები, პოლიცია. იცით, რომ სამაშველო ღონისძიებებს მაშინ ერთი პოლიციელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი შეეწირა. ეს იყო წუთები, როდესაც, ტრაგედიასთან ერთად, გაურკვევლობაც ბევრი იყო, შესაბამისად, რთული იყო მაშინ ოჯახებისა და საზოგადოების მდგომარეობაც. მთავრობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, რომ ის პირობა, რაც მისცა პრემიერ-მინისტრმა ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს, შესრულებილიყო, არ დარჩენილიყო არცერთი ოჯახი, რომელიც ცოცხლად ან გარდაცვლილად მაინც ვერ იპოვიდა თავის ოჯახის წევრს და ვერ შეძლებდა მის დატირებას. დღეს აქ მემორიალის მშენებლობის პროცესიც ვნახეთ. სექტემბერში უკვე მემორიალიც გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის, მოსახლეობისთვის, რომ ემოციური კავშირი ჰქონდეთ ამ ტრაგედიასთან. მინდა, კიდევ ერთხელ ამ მომენტით ვისარგებლო და ყველა მეხანძრე-მაშველს, ექიმს, სამხედროს, პოლიციელს, ვინც ჩართული იყო, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, მადლობა გადავუხადო. მაშინ გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია და ერთობლივი ძალებით დაუღალავად დღისით და ღამით მუშაობდა ყველა, რომ ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ ოჯახის წევრებს, ჰქონოდათ პასუხები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება

ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.მისი თქმით, საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება.„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ. ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას. ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება. წინ არ გავუსწროთ მოვლენებს და დაველოდოთ დოკუმენტის შინაარსს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები