შაბათი, აპრილი 18, 2026

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა და შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა.

როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.

კერძოდ, თურქეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა შენგენის ვიზის მიღების ე.წ. კასკადური წესი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოკლევადიანი ვიზა და არ აქვთ დარღვევები, შეუძლიათ, მიიღონ გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზა შემდგომი განაცხადის წარდგენისას. თურქეთის მოქალაქეები ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღების შემდგომ შეძლებენ უკვე სამწლიანი და ხუთწლიანი ვიზების მიღებას.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით, ევროკომისიამ და თურქულმა ინსტიტუტებმა უნდა გააგრძელონ სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქებისკენ სწრაფვა.

თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა მისი გაწევრიანების პროცესი წლების განმავლობაში შეჩერებულია. ასევე შეჩერდა თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

თურქეთში ევროკავშირის ელჩი თომას ჰანს ოსტროვსკი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის შემსუბუქება თურქეთის მოქალაქეების მოგზაურობის პროცესს გაამარტივებს და დააჩქარებს. დიპლომატის თქმით, ევროკომისია მზადაა, ზაფხულის შემდეგ ანკარასთან განაახლოს ოფიციალური მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ექვსი დარჩენილი პუნქტის შესასრულებლად.

„ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატს ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლა, თურქეთის გარდა. მნიშვნელოვანია, განვაახლოთ შენგენის სივრცეში და ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის პროცესი“, – აღნიშნა ელჩმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკ რუტე – საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს ალიანსიდან არ გაიყვანს. ამის შესახებ რუტემ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.„მე ვერ ვხედავ აშშ-ის ნატოდან გასვლის ალბათობას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს უფრო ძლიერი ევროპა სჭირდება.რუტეს განცხადებით, თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებაში ცუდი  არაფერია.„პრეზიდენტი ტრამპი აშკარად იმედგაცრუებულია ნატო-ს ზოგიერთი წევრით და მე მესმის მისი იმედგაცრუება. საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება. ეს გადამწყვეტია ჩვენი შემაკავებელი ძალისა და თავდაცვის შესანარჩუნებლად. უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება. თავდაცვის ინდუსტრია ცენტრალურ როლს ასრულებს, რათა ჩვენ შევძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება“, – განაცხადა მარკ რუტემ.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გასვლას. მან ალიანსის წევრებს „ქაღალდის ვეფხვები“ უწოდა.

ცოტნე ივანიშვილი – ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდებს შორის საუბარი დაიწყო, იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება მათთვის, ერთმანეთს ეკამათონ, მჯერა, ეს კარგ შედეგს...

პირადად, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ახალგაზრდებს შორის საუბარი დაიწყო, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა გურიაში ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, ეცდება, რომ ახალგაზრდების შეხვედრებს თავადაც დაესწროს.„ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა. კარგი შეკითხვებიც იყო და კარგი პასუხებიც. მჯერა, ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ბევრი თემა ჩაიწერეს ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა და დარწმუნებული ვარ, გულით და ღირსებით მოეკიდებიან თითოეულ გამოწვევას, პრობლემას და მაქსიმალურად ეცდებიან, გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს.მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორმატი გაჩნდა და იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, ერთმანეთს ესაუბრონ, ეკამათონ. სიამოვნებით დავესწრებოდი აბსოლუტურად ყველა შეხვედრას. უბრალოდ, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ვერ ვახერხებ ყოფნას, თორემ აუცილებლად ყველა რეგიონს ვესტუმრებოდი და სადმე თუ შევძლებ, რომ დავესწრო, მეც პირადად აუცილებლად ვეცდები, ყველა შეხვედრაზე ვიყო“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული

პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე პოლარიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.ამასთან, როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან საერთო ღირებულებები აერთიანებდეთ.„მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან, იმ ადამიანთან, რომელსაც ვესაუბრებით, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ღირებულება, რასაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. ორი ადამიანი თუ ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით, როდესაც ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, სამწუხაროდ, ასეთ ადამიანთან საუბარს აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ვიტყვი, თუ გვაერთიანებს საერთო ღირებულება – ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება, დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს „ქოცის“, „რუსის“, „აკაცუკის“, „ნაცის“ ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.მისი თქმით, დისკუსია კარგი გამოსავალია და მოახერხებენ, რომ პოლარიზაცია დებატებით ჩანაცვლდეს.„ჩემი აზრით, არასწორია, ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც, არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს წაკითხული. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ, გამომდინარე იქიდან, თუნდაც ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ, რომ მეტი საუბარი დაინერგოს, ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ. ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი. დიდი იმედი მაქვს, მეტი მსგავსი ტიპის საუბარი, შეხვედრა ჩატარდება, იქნება ეს „ქართული ოცნების“ თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან, მგონია, დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციიდან, რომელიც  ხელოვნურად შექმნილია“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ირანის ელჩი: ჰორმუზის სრუტეში ახალი უსაფრთხოების რეჟიმი ამოქმედდება

,,ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ბრძოლის ველზე დუმილის პერიოდის“ ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ფონზე, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაადგილების მიმართ სამხედრო რეჟიმის მსგავსი წესრიგის ხელახლა ამოქმედება. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ესკალაციას, არამედ ეს არის პასუხი ვალდებულებების დარღვევასა და უსაფრთხოების ბალანსის უგულებელყოფაზე. ჰორმუზის სრუტე, როგორც მსოფლიო ენერგეტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მარშრუტი, ვერ იმართება შემაკავებელი მექანიზმების გარეშე, როდესაც ვალდებულებები არათანაბრად სრულდება. გზავნილი ნათელია: რეგიონული უსაფრთხოება არის ურთიერთდამოკიდებული და ვერ განისაზღვრება ცალმხრივად. დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება შესაბამისი პასუხი''-ამის შესახებ ირანის ელჩი სოციალურ მედიაში წერს.

„სიენენი“ – ირანული წყაროების ინფორმაციით, აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 20 აპრილს პაკისტანში გაიმართება

ირანული წყაროების ცნობით, აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ორშაბათს პაკისტანში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვით განაცხადეს, რომ შეხვედრა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება. მათივე ცნობით, მხარეები ისლამაბადში კვირას ჩავლენ.ცნობისთვის,  აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 11-12 აპრილს პაკისტანში გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ბოლო სიახლეები