საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება
თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ 2019 წელსაც განხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.
„რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება,“ – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
მისი თქმით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2019-2020 სააღმზრდელო წელს. ამასთან, საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისათვის.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, საზაფხულო ბაღების სიაში რამდენიმე ცვლილებაა, კერძოდ, N170 ბაღის ნაცვლად, მთაწმინდის რაიონში ივლისში იმუშავებს N3 ბაგა-ბაღი, ისნის რაიონში N26 ბაღს ჩაანაცვლებს N66 ბაღი, ხოლო საბურთალოზე, N171 ბაღის ნაცვლად იმუშავებს N74 ბაგა-ბაღი.
საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს:
გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი – N3, N152, N162
ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი – N197, N74, N112.
სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამით „სატყეო საქმე“, საერთაშორისო პროექტში – DUGEOR მონაწილეობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, საერთაშორისო პროექტში DUGEOR მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, DUGEOR...
სტუ-ის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერს შეხვდა. შეხვედრას სტუ-ის...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დოქტორ შირო ნაკატას...
სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს შექმნიან, რომელიც საორგანიზაციო-ტექნოლოგიური საკითხების, ასევე, საგანმანათლებლო...