აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრით კმაყოფილია.
ტრამპის თქმით, ზელენსკისთან „კარგი დიალოგი ჰქონდა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს“.
ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ დასმულ კითხვას, ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.
„ჩვენ ვეხმარებოდით მათ და კვლავ განვაგრძობთ დახმარებას. სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება Patriot-ის სისტემების გადაცემის პერსპექტივას, ტრამპის თქმით, „ეს შესაძლებელია“.