საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია. და ეს მზია ამაღლობელის კონტექსტში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ იყოს ცარიელი ლაპარაკი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.
„უნდა მივყვეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელსაც ამჟამად ვაშინგტონი ახორციელებს. დღეს დაახლოებით 300 ადამიანია დაკავებული ამერიკაში. ჩვენ ვხედავთ ბევრ ადამიანს, რომლებსაც აკავებენ, რადგან, მაგალითად, ამერიკაში არ სურთ ჯარში მსახურება. ჟურნალისტებს ყველგან აკავებენ. აქ განსაკუთრებით ვსაუბრობთ საქართველოზე – ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია გლობალურ კონტექსტში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.