კვირა, ივნისი 8, 2025

ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

20 წლის სტუდენტს, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. სასამართლომ ლიკა ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

საქმე უკავშირდება 17 მაისს განვითარებულ ინციდენტს, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ლიკა ლორთქიფანიძეს და კიდევ ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უჩივლა.

ლიკა ლორთქიფანიძე “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტიური წევრია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ წლების წინ მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა

კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ წლების წინ მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა.„ამ ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. უტას გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ამის გამო, ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი“, - აცხადებს იოსელიანი. 

მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დონალდ ტრამპი დაესწრო

ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ს ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.

ნინო სურგულაძის უსაყვარლესი ტყუპები იუბილარები არიან

მომღერალ ნინო სურგულაძის შვილები იუბილარები არიან. ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს და ტყუპების ფოტოებს გვიზიარებს. „ნატალია და ზაქარია 5 წლის გილოცავთ ტყუპებო, მიყვარხართ“, – წერს ნინო სურგულაძე.გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ტყუპებმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.„დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, სეისმური მონაცემების მუდმივი გადმოცემის პროცესისა და მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობის შესაძლო, დროებითი შეფერხება მოხდეს.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული სეისმური და გეოდეზიური ქსელის მონაცემების გადმოცემაში შესაძლოა დროებითი შეფერხება წარმოიშვას, რაც მიწისძვრის რეაგირების სისტემის ფუნქციონირებაზე მოახდენს გავლენას.სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მაგთიკომი განახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას 2025 წლის 9 ივნისს, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე. აღნიშნულ პერიოდში მობილური მომსახურება, მათ შორის მონაცემთა გადაცემა (GPRS), შესაძლოა შეფერხდეს. შესაბამისად, დროებით შეწყდება სეისმური სადგურებიდან მონაცემთა შეუფერხებელი გადმოცემა.ამან შესაძლოა შეფერხება გამოიწვიოს მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობაში, რაც დამოკიდებულია სეისმური სადგურებიდან მონაცემების უწყვეტ მიღებაზე. ჩვენი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მიწისძვრის ხდომილების შემთხვევაში, შეფერხებით, მაგრამ მაინც ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ეპიცენტრისა და მაგნიტუდის შესახებ.დამატებით ინფორმაციას ქსელის ფუნქციონირების სრულად აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორი გაუფი როლან გაროსის ჩემპიონი გახდა

დასრულდა როლან გაროსის ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში ამერიკელმა კორი გაუფმა სამ სეტში დაამარცხა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი არინა საბალენკა – 6:7(5), 6:2, 6:4.ეს ამ ჩოგბურთელების მე-11 შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში – როლან გაროსის ფინალამდე მათ 5-5 გამარჯვება გაცვალეს.ფინალი უკეთ საბალენკამ დაიწყო და 20 წუთში 4:1 და 40:0 დაწინაურდა, მაგრამ გაუფმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება. პარტიის ბოლოს საბალენკამ ორჯერ ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი 4:1-სა და 5:3-ს იგებდა, მაგრამ მისმა მეტოქემ სეტი ზედიზედ ოთხი ქულის მოგებით დახურა.მეორე სეტის დასაწყისი პირველს ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად 4:1 გაუფი დაწინაურდა. ამერიკელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.მესამე სეტში გაუფმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:1 გავიდა წინ. ამერიკელს უპირატესობის განვრცობაც შეეძლო, მაგრამ საბალენკამ ბრეიკ-პოინტები მოიგერია და ანგარიში გაათანაბრა – 3:3. თუმცა, ამის შემდეგ, რეიტინგის ლიდერმა ნულზე წააგო საკუთარი მოწოდება, უკუბრეიკი ვეღარ შეასრულა და გაუფმა კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსი.შეხვედრა 2 საათი და 42 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც გაუფმა 21 ბრეიკ-პოინტიდან 9 გამოიყენა, საბალენკამ – 13-დან 6. ამერიკელს „ვინერსებისა“ და არააუცილებელი შეცდომების რაოდენობა თანაბარი ჰქონდა (30/30), მისმა მეტოქემ კი 37 „ვინერსი“ შეასრულა და 70 (!) არააუცილებელი შეცდომა დაუშვა.ახლა, 21 წლის კორი გაუფი „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია. მანამდე მან 2023 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და მაშინაც ფინალში საბალენკა დაამარცხა. სულ ამერიკელს კარიერაში WTA-ის დონეზე 10 ტიტული დაუგროვდა.როლან გაროსზე გამარჯვებისთვის გაუფმა 2.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ბოლო სიახლეები