სამშაბათი, მაისი 6, 2025

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს, მაშინ ყველა დარწმუნდება, თუ როგორი „მეგობარია“ ამერიკა საქართველოსი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBAR აქტის“ მიღებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, ახლა არჩევანი ტრამპზეა – დარჩება თუ არა ამერიკა საქართველოს მეგობრად.

ჩიბურდანიძე სვამს კითხვას რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს? და კითხვას თავადვე პასუხობს „ამერიკაში ვერ შევა რამდენიმე პირი, ხოლო საქართველო ისევ მყარად განაგრძობს სვლას სუვერენული სახელმწიფოსთვის“.

„ავტორებმა „მეგობარი აქტის“ შიგთავსი შეცვალეს იმ მიზნით, რომ ბაიდენი ტრამპმა ჩაანაცვლა და იქნებ როგორმე ახალს ხელი მოაწერინონ. არჩევანი ტრამპზეა, რჩება თუ არა საქართველოს მეგობრად ამერიკა?”

არ ვისურვებდით იმ ეჭვების გამართლებას, რაც ქართველ ხალხში უკვე რამდენიმე წელია მუსირებს. ეს ეჭვები გამყარებულია ფაქტებით, თუმცა, ხალხისთვის კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საქართველო ბოლომდე უფრთხილდება პარტნიორებთან ურთიერთობებს.

კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელებიდან მაკკეინის ფრთის წარმომადგენლების ხმები საკმარისი იყო ამ აქტის მისაღებად. დემოკრატები, რომლებიც ბოლო წლებში ომის პარტიად იქცნენ და მაკკეინის ფრთა, რომელიც რეალურად ცალკე პარტიაა რესპუბლიკელებში, გამოირჩეოდნენ ომის ძლიერი და აგრესიული პროპაგანდით, რომელშიც საქართველო არ ჩაერთო. დაუმორჩილებელი და ეროვნულ პრინციპებზე მყარად მდგარი საქართველოს ხელისუფლება მათგან „ჰიბრიდული ომის“ სამიზნე გახდა. დეზინფორმაცია, განსხვავებული აზრისთვის დაბლოკილი სოციალური ქსელი, მართული არასამთავრობოები და მართული კულტურის სფეროს წარმომადგენლები – ეს იყო და არის დღესაც მათი ბრძოლის მთავარი დასაყრდენი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს? ამერიკაში ვერ შევა რამდენიმე პირი, ხოლო საქართველო ისევ მყარად განაგრძობს სვლას სუვერენული სახელმწიფოსთვის.

ეს რთული ბრძოლაა, მაგრამ სამართლიანი და აუცილებლად შედეგიანი. ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდობით და მივაღწევთ იმას, რისთვისაც თაობები სიცოცხლეს სწირავდნენ თავისუფალ, სუვერენულ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ საქართველოს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნება.„გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს პრემიერი. 

მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მაისიდან 10 ივნისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება.„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი- ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას აქვეყნებს

ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას ავრცელებს. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “MEGOBARI აქტის” ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ასაჯაროებს.“MEGOBARI აქტი მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით”, - წერს უილსონი.ის ასევე აქვეყნებს “საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაში ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა სიას”, რომლებიც “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში დაყენებაში ეხმარებიან”."აღმასრულებელი და სამართალდამცავი ორგანოები:ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი),კახა კალაძე (თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი),ირაკლი ღარიბაშვილი (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე),ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი),ანრი ოხანაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი),პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი),მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი),სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი).საკანონმდებლო:შალვა პაპუაშვილი (პარლამენტის სპიკერი),ნინო წილოსანი (პარლამენტის სპიკერის მოადგილე),მამუკა მდინარაძე (საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი),ვიქტორ ჯაფარიძე (პარლამენტარი, პროპაგანდისტული ახრი PosTV-ის მფლობელი),დიმიტრი (დიტო) სამხარაძე (პარლამენტარი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი) ,თეა წულუკიანი (პარლამენტარი).სასამართლო:მიხეილ ჩინჩალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი),დიმიტრი გვრიტიშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი),გიორგი მიქაუტაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),ლევან თევზაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),ირაკლი შენგელია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),რევაზ ნადარაია (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე) ,შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე).საკვანძო ინსტიტუტები:გიორგი გაბიტაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორი),კარლო (კოკა) კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი),გიორგი კალანდარიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე),გიორგი ჯავახიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი),რაჟდენ კუპრაშვილი (ანტიკორუფციული ბიუროს მეთაური),ნათია თურნავა (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი).ბიზნესი:უჩა მამაცაშვილი,ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი,ალექსანდრე ივანიშვილი,ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე,ნოშრევან ნამორაძე.პროპაგანდა:ირაკლი რუხაძე (მთავარი პროპაგანდისტული არხის Imedi TV-ის მფლობელი),ლაშა ნაცვლიშვილი (პროპაგანდისტული არხის PosTV-ის დამაარსებელი),ვასილ მაღლაფერიძე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე), თინათინ ბერძენიშვილი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი) ,კახი ბექაური (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე)", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც უილსონი აქვეყნებს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ შეწყვეტს „ჰუსიტების“ დაბომბვას

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ შეწყვეტს „ჰუსიტების“ დაბომბვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას ისაუბრა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ს შეატყობინეს, რომ წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ თავდასხმებს შეწყვეტენ.ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჰუსიტებმა“, სავარაუდოდ, განაცხადეს, რომ „აღარ სურთ ომი“ და ვაშინგტონი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას.„ჩვენ შევწყვეტთ დაბომბვებს. ისინი დანებდნენ. ჩვენ დავუჯერებთ მათ სიტყვას, რომ აღარ ააფეთქებენ გემებს და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ისინი თუ შეჩერდებიან, აშშ-ც შეჩერდება“.

დონალდ ტრამპის პასუხი კანადის პრემიერის განცხადებაზე, რომ ზოგიერთი ადგილი არასდროს იყიდება – „არასდროს თქვა არასდროს“

თეთრის სალხის ოვალურ კაბინეტში კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი ადგილი არასდროს იყიდება, რასთან დაკავშირებითაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა – „არასდროს თქვა არასდროს“.ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს თავის წინა განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც მან კანადა აშშ-ის 51-ე შტატად მოიხსენია.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს კანადელებს და თქვა, რომ დედამისის ოჯახის წევრები კანადაში ცხოვრობდნენ.„კანადა ძალიან განსაკუთრებული ადგილია“, – განაცხადა ტრამპმა.კანადის მიერთებასთან დაკავშირებით რეპორტიორის კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვლავ თავის აზრზე რჩება, თუმცა „ტანგოს ორი სჭირდება“.„მჯერა, ეს იქნება გადასახადების მასობრივი შემცირება კანადის მოქალაქეებისთვის, უფასო შეიარაღებული ძალები, შესანიშნავი ჯანდაცვა და სხვა. იქნება ბევრი უპირატესობა. თქვენ იცით, რომ მე უძრავი ქონების დეველოპერი ვარ. როდესაც მოაშორებთ ამ ხელოვნურად გავლებულ ხაზს, ვიღაცამ მრავალი წლის წინ გაავლო ეს ხაზი ქვეყნის თავზე სახაზავით, როდესაც უყურებ ამ ლამაზ ფორმირებას გაერთიანებულად, ძალიან არტისტული პიროვნება ვარ და ამას როცა შევხედე, ვთქვი, ეს არის ის, როგორც უნდა ყოფილიყო. მე ვგრძნობ, რომ ეს ბევრად უკეთესი იქნება კანადისთვის. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას, ვიდრე ვინმე არ მოისურვებს. ვფიქრობ, კანადის მოქალაქეებისთვის უზარმაზარი ბენეფიტები არსებობს, მნიშვნელოვნად დაბალი გადასახადები, უფასო შეიარაღებული ძალები, რასაც არსებითად ყველა შემთხვევაში გაძლევთ, რადგან ჩვენ ვიცავთ კანადას, თუ ოდესმე პრობლემა გქონიათ. ეს იქნება ნამდვილად შესანიშნავი ქორწინება, რადგან ეს არის ორი ადგილი, რომლებიც კარგად უგებენ ერთმანეთს, მათ მოსწონთ ერთმანეთი“, – განაცხადა ტრამპმა.აღნიშნულთან დაკავშირებით კარნიმ თქვა, რომ არსებობს ადგილები, რომლებიც არასდროს იყიდება, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეა.„როგორც იცით, უძრავი ქონებიდან არსებობს ზოგიერთი ადგილი, რომელიც არასდროს იყიდება. ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ადგილას ვსხედვართ. ბუკინგემის სასახლე, რომელსაც თქვენ ასევე სტუმრობდით. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მე ვხვდებოდი კანადის „მფლობელებს“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ის არ იყიდება და არასდროს არ გაიყიდება. თუმცა შესაძლებლობა არის პარტნიორობაში და იმაში, რისი შექმნა შეგვიძლია ერთად და ამის ნაწილი, როგორც პრეზიდენტმა ახლახან აღნიშნა, ეხება ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას. ჩემი მთავრობა მოწოდებულია, ნაბიჯები განახორციელოს კანადის უსაფრთხოებაში ჩვენი ინვესტიციების მხრივ, ჩვენს პარტნიორობაში. მე ასევე ვთქვი, რომ პრეზიდენტმა გამოაცოცხლა საერთაშორისო უსაფრთხოება, გამოაცოცხლა ნატო“, – აღნიშნა კარნიმ.„კანადა აძლიერებს სამხედრო მონაწილეობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არასდროს თქვა არასდროს“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ბოლო სიახლეები