ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ავალიანი სამორინში კადეტთა ევროპის თასის ოქროს მედალი მოიპოვა

14-15 თებერვალს სლოვაკეთის ქალაქ სამორინში გამართულ კადეტთა ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა.გიორგი ავალიანი (-60 კგ) საბა ნოზაძე (-50 კგ) მუსლიმ ტოხოსაშვილი (-50 კგ) ნიკოლოზ მუშტარაული (-55 კგ) ვულოცავთ ბიჭებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!

„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროკომისია გეგმავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან მიმართებით კრიტიკა შეარბილოს და მთავრობას ახალი დაფინანსებაც კი გამოუყოს

ევროკომისია გეგმავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან მიმართებით კრიტიკა შეარბილოს და მის მთავრობას ახალი დაფინანსებაც კი გამოუყოს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. როგორც გამოცემა წერს, მაღალჩინოსნებს არ სურთ უნგრეთის არჩევნებში ჩარევა ან ორბანისთვის ბრიუსელის საწინააღმდეგო კამპანიის დაბრალება.„ევროკომისია გონივრულად მოიქცევა, რომ უნგრეთთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელოვანი განცხადება არ გააკეთოს, რათა არჩევნებში ჩარევაში ბრალდების რისკი არ შეიქმნას“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.წყაროების ცნობით, უნგრეთთან დაკავშირებით კომისიამ უკვე დაიწყო უფრო ფრთხილი მოქმედება საჯარო განცხადებებში.როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, „ბოლო დროს გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად, ორბანის მთავრობას არჩევნებამდე დაახლოებით 2.4 მილიარდი ევროს ახალი დაფინანსების მიღება შეუძლია“.„ასეთ ისტორიულ, გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მათ დაასკვნეს, რომ საუკეთესო იყო არაფრის გაკეთება. ევროკომისია ფსონებს აზღვევს, რაც ნორმალურია“, – „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აღნიშნა ერთ-ერთმა უნგრელმა მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ტექნოლოგიური კომპანიებისგან, როგორიცაა Google, Meta, Reddit და Discord იმ პირთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, რომლებიც სოციალური ქსელებში ანონიმურობის დაცვით მოქმედებენ, ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს ან საგანგებოდ შექმნილი აპლიკაციის საშუალებით თვალყურს ადევნებენ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრების გადაადგილებას და ამ ინფორმაციას ასაჯაროებენ.როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, უწყებას ასობით პირის შესახებ აქვს ინფორმაცია გამოთხოვილი და სურს, წვდომა მოიპოვოს პირთა ვინაობის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პირადი ინფორმაციის შესახებ.აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ნებაზეა დამოკიდებული, გასცემენ თუ არა ამ ინფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიებმა თავიანთ მომხმარებლებს აცნობეს, რომ მათზე ინფორმაციას ითხოვს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი. კომპანიებმა მომხმარებლებს 10-14-დღიანი ვადა მისცეს სურვილის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის სასამართლოში გასასაჩივრებლად.მომხმარებელთა უფლებებს სამოქალაქო თავისუფლების ამერიკული კავშირი იცავს, რომლის ცნობით, ხელისუფლება მოქალაქეთა სიტყვის თავისუფლებას არღვევს.ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის მიღება საიმიგრაციო აგენტების დასაცავად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება.აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ასეთი განაცხადი უწყებამ უკან გაიწვია, მას შემდეგ, რაც ის სასამართლოში გაასაჩივრეს.

ირაკლი კობახიძე – ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში

ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი რამის დაზუსტება იყო მნიშვნელოვანი  და აუცილებელი.„კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვა

მიხეილ ყაველაშვილი 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხებს არ განიხილავენ, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ეს დაუშვებელია.ყაველაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეები სიტყვით გამოვლენ.ყაველაშვილს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

ბოლო სიახლეები