განუკურნებელი კიბოს გაჩენის მიზეზი დასახელდა
ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რატომ ხდება ისე, რომ ერთი და იმავე მკურნალობის კურსისას კიბოს ერთი და იმავე გენის უჯრედების რეაქცია განსხვავებულია. ინფორმაციას MedicalXpress-ი ავრცელებს.
აღმოჩნდა, რომ წამლის მიმართ რეზისტენტულობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის დიდი რაოდენობით მიტოქონდრია, რომელიც ორგანიზმში ენერგიას გამოიმუშავებს.
მეცნიერებმა კიბოს უჯრედებზე სხვადასხვა პრეპარატის კონცენტრაცია მოახდინეს, რომლებიც აპოპტოზის ინიცირებას ახდენენ. აპოპტოზი პროგრამირებადი უჯრედოვანი სიკვდილია, რომლის შედეგადაც უჯრედი ფრაგმენტირდება ცალკეულ აპოპტოტიკურ სხეულაკებად, რომლებიც შეზღუდულია პლაზმური მემბრანით. დაღუპული უჯრედის ფრაგმენტები, როგორც წესი, სწრაფად, საშუალოდ 90 წუთში, ფაგოციტირდება მაკოფაგების ან მეზობელი უჯრედების მიერ, რითიც გვერდს უვლის ანთებითი რეაქციების განვითარებას. აპოპტოზის მორფოლოგიურად რეგისტრირებადი პროცესი გრძელდება 1-3 საათს. აპოპტოზის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა დეფექტური, დაზიანებული, მუტანტური, ინფიცირებული უჯრედების განადგურება.
ცნობილია, რომ მიტოქონდრიამ შეიძლება ამ პროცესის კატალიზატორის როლი შეასრულოს, ვინაიდან ის აწარმოებს რეაქტიული ჟანგბადის სახეობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც აზიანებენ პროტეინებს, ლიპიდებსა და დნმ-ს. ზოგიერთი კიბოს საწინააღმდეგო ნაერთები ასევე აპოპტოზის ინიცირებას იწყებენ.
აღმოჩნდა, რომ კვლევისას ის უჯრედები გადარჩნენ, სადაც დიდი რაოდენობით იყო მიტოქონდრია. მეცნიერთა აზრით, ეს კვლევები ხელს შეუწყობს მომავალში კიბოს უფრო ეფექტიან მკურნალობას.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...
დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტში: “ქინძი”, “ქათამი”, “მამაძაღლი”, “არაკაცი”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა. პაატა მანჯგალაძემ განაცხდა,...
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...