საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია იხილეთ ამ ბმულზე. 50-ლარიანი დახმარებით, ჯამში საქართველოში 146 000 ბავშვი ისარგებლებს.
სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან დაიწყება. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება.
50 ლარის ოდენობით შემწეობას 100001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი ყოველ 16 წლამდე წევრზე მიიღებს.
რიგ მუნიციპალიტეტებში, 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება. მუნიციპალიტეტების ნაწილში, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „კვების ბარათზე“ (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).
სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, „კვების ბარათით” შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „კვების ბარათს“ (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს – „ლიბერთი ბანკი“ ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.
„ლიბერთი ბანკის” ფილიალებიდან „კვების ბარათისა“ და საარსებო შემწეობის თანხის გატანა ხვალიდან, 21 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
„კვების ბარათით“ სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში.
საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია იხილეთ ამ ბმულზე. 50-ლარიანი დახმარებით, ჯამში საქართველოში 146 000 ბავშვი ისარგებლებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...