შაბათი, აპრილი 26, 2025

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 42 წლის გახდებოდა

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 42 წლის გახდებოდა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ჰქონდეს აქციებს, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საპროტესტოს აქციების მიზნებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ხალხის შეცდომაში შეყვანაა:"ამ აქციების მიზანი ის კი არ არის, რომ რაღაც პოლიტიკური კრიზისი შექმნან, იმიტომ რომ ამის რესურსი არ აქვთ, უბრალოდ დეზინფორმაციაზე არიან გადასულები. გამოდიან და ჭორიკანა ადამიანებივით ტყუილებს იგონებენ, რომელიც ძალიან მალე გაბათილდება ხოლმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ჰქონდეს ასეთ აქციებს მიზანი, არის ხალხის შეცდომაში შეყვანა, რაც, ასევე, აღარ გამოსდით. გარდა იმისა, რომ უკვე იდეაც აღარ გააჩნია, მატერიალურადაც უკვე აღარ არიან უზრუნველყოფილები და ეს ემჩნევა უკვე მიმდინარე აქციებს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავდაპირველად მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი, საგამოძიებო უწყებისკენ მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგი გაჩერება საქართველოს პარლამენტია. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ: ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჭარავამ განმარტა, რომ რაგბის კავშირის პრიორიტეტი ბავშვთა რაგბი იქნება, რათა მეტი წარმატებული სპორტსმენი აღუზარდოს ქვეყანას.დავით კაჭარავამ მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა ვუთხრა ნამდვილ წევრებს, ვინც ხმა მომცა, ამირჩია და ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ფუნდამენტი და საფუძველი ყველაფრის. ამიტომ დავიწყებთ საფუძვლიდან ყველაფრის განვითარებას იმისთვის, რომ შემდგომში რესურსი გვქონდეს მაღალი მიღწევების. ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა მიმართულებით ვაჩვენეთ - არა მხოლოდ სპორტული მხარე, არამედ სტაბილურობისა და მენეჯმენტის მხარე და დავამტკიცეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ 6 ერი- ის ოჯახის წევრები,"- განაცხადა დავით კაჭარავამ.

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძე (+100კგ) ფინალში იჭიდავა.ქართველმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის სულამანიძის მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იყო, რომელთანაც ქართველმა პარიზის ოლიმპიადის ფინალში დასანანი მარცხი განიცადა.

საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი განცხადებას ავრცელებს."ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია თვით­მარ­ქვია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, ვინ­მე გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ხან „ნეკ­რე­სის არ­ქი­მან­დრიტს“, ხა­ნაც „მიტ­რო­პო­ლიტს“ უწო­დებს, აგ­რეთ­ვე იგი სის­ტე­მა­ტუ­რად აღას­რუ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბას.აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა არც ხელ­დას­ხმუ­ლი და არც აღ­კვე­ცი­ლი, არ წარ­მო­ად­გენს არ­ცერ­თი მო­ნას­ტრის საძ­მოს წევ­რს და, შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია.მისი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა არის თვით­ნე­ბუ­რი. ამ­გვა­რად, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი "მსა­ხუ­რე­ბა", სა­ეკ­ლე­სიო თვალ­საზ­რი­სით, კა­ნო­ნი­კუ­რი არ არის და ის ხე­ლახ­ლა უნდა შეს­რულ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აბ­რკო­ლებს და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები