ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

„განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა“ – შვილიშვილს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

გორში შვილიშვილმა პაპა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 მარტს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახი მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

4 დაღუპული და 2 დაშავებული – ოდესის პორტის მიმართულებით რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა ისროლა

4 დაღუპული და 2 დაშავებული - ოდესის პორტის მიმართულებით რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა ისროლა. დაიწვა ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი. მსხვერპლია კრივი რიჰშიც.ბალისტიკურმა რაკეტამ გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მედიის ინფორმაციით, კურსკში მყოფი უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიას ტოვებენ. რუსული ძალები ანგრევენ ხიდებს ქალაქ სუჯაშიც, რომ 10 000-მდე უკრაინელ სამხედროს ტერიტორიაზე გადმოსვლის გზა აღარ დარჩეს.

გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა იყო ძველი თუ ახალი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მხრიდან, ახლა კი, ზემოდან მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ ზურაბიშვილი ლიდერად აღიარონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ძველი თუ ახალი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად აღიარონ.მისივე თქმით, ზურაბიშვილმა ლიდერის პოზიცია კარგად შეიფერა და გამოაცხადა, რომ მისი ქოლგის ქვეშ შეგროვდება ყველა, ვინც ადრე მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა და რუსეთის აგენტს უწოდებდა. გია ვოლსკი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილით მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.„სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა იყო ძველი, თუ ახალი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მხრიდან. მათგან ყველაზე რბილი იყო სააკაშვილის შეფასება, რომელმაც „წუნკალი დედაკაცი“ უწოდა. წარმოიდგინეთ, მასზე ასეთი რამ თქვეს და ახლა ზემოდან მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად აღიარონ. შეუქმნეს ქარტია, რომლის მიხედვითაც, არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ ამაში „ქართული ოცნება“ და არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იღებდეს მონაწილეობას, გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდოდნენ. ასეთი იდეა ჰქონდათ და ამ იდეას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ლიდერის პოზიცია კარგად შეიფერა და გამოაცხადა, რომ იგი ქოლგას გაშლის და ამ ქოლგის ქვეშ შეგროვდება ყველა, ვინც გუშინ მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, რუსეთის აგენტს უწოდებდა, ისინიც, ვინც სხვა ადამიანები დაჩაგრეს და სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. მან ზურგი შეაქცია იმ ადამიანებს, რომლებმაც ის პრეზიდენტად მოიყვანეს, აირჩიეს. სალომე ზურაბიშვილით მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც მცდელობებია. ან ერთი რად ღირს, ვის ჯგუფშიც გაერთიანდა, ამ სისხლიანი და თაღლითი ადამიანების გუნდში, თავად რად ღირს, ან მისი სიტყვა? ეს არის ადამიანი, რომელიც თითქოს იბრძოდა, თითქოს მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, გალანძღეს და დღეს თავისი ფუფალას ქოლგით გამოჭენებულია პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს რად ღირს საერთოდ? სააკაშვილი დღეს სულიერად უნდა იყოს გადანაცვლებული სალომე ზურაბიშვილში. ეს არის იდეა და ამას რამდენად შეასრულებენ, რასაკვირველია, დიდი კითხვის ქვეშაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი – სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ...

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, როგორ შეიძლება, ქვეყანას ბოროტი ადამიანი განაგებდეს, რომელსაც ტყუილების გარდა ძალუძს, რომ მეორე ადამიანს ჯანმრთელობა წაართვას, ღირსება შეულახოს და სიცოცხლე წაართვას.„რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა. არ ჩააბარა კი არა, ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, რომელსაც წითელი ხალიჩა დაიმსახურა, სასახლე აიშენა, პოლიტიკური მმართველობა სრულად გადააბარა და ადმინისტრაციული მმართველობა დაიტოვა – ვისაც უნდა აღაზევებდა, რა თანხაც უნდოდა, დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, ტანით დახატული სურათისთვის, კბილების მასაჟისთვის. უამრავი ისეთი თემები აქვს, რაც წარმოუდგენია, თანამედროვე მსოფლიოში არსებობდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, საქმე ცხრა მილიონში არ არის, საქმეა იმ გარყვინელებაშია, რასაც ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება, ადამიანების წამება და ხარჯები ქვია.„ეს ის ხარჯებია, რაც დათვლილია და რაც ვიცით. როგორ შეიძლება, პრეზიდენტს ბოტოქსებისთვის, დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის ასეთი ხარჯები გაეწია? უშველებელი ხარჯები ოჯახისთვის გასწია. ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს, თუმცა ეს პროპაგანდისტულია, რადგან მხოლოდ პიჯაკები არ არის, საათებიც არის, მოგზაურობაც, დროს ტარებაც და უშველებელი რესურსი, რაც დახურულია – გახდომაში, კოსმეტიკაში, ბოტოქსებში, საჩუქრებში, მზარეულებში. ეს ხარჯები დაკავშირებული არ ყოფილა იმასთან, რომ პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, კარგად ჩაცმული. ეს იყო ფუფუნებასთან დაკავშირებული ხარჯები. არაერთი მაგალითია ევროპაში, ისრაელში, როცა ქვეყნის ლიდერები საბიუჯეტო თანხების ფლანგვაზე პასუხს აგებენ. ეს არის მართვა და იდეა, ტიპაჟი, როგორ მართავდა ქვეყანას. ის ლაპარაკობს, თითქოს, საქართველო გადაარჩინა და რუსეთს თბილისისკენ ჰქონდა სიარული გადაწყვეტილი და მათ წინ სააკაშვილი გადაუდგა, ღრუბელ-ღრუბელ იფრინა და რუსეთის არმიის აგრესია შეაკავა. ეს მოგონილია. როგორ შეიძლება, ქვეყანას ბოროტი ადამიანი განაგებდეს, რომელსაც ტყუილების გარდა ძალუძს, რომ მეორე ადამიანს ჯანმრთელობა წაართვას, ღირსება შეულახოს და სიცოცხლე წაართვას. მისი ბოროტების ეს ნაწილი იმ ხარჯებშიც არის გამოხატული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.განაჩენის გამოცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მედიას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი გააცნო, რომელშიც ნათქვამია, რომ „რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია“.

„გამორჩეული კაცი იყო ჩიგოლა…“ – თემურ მღებრიშვილის გარდაცვალებას გიორგი გამსახურდია ეხმიანება

„ომონის“ რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია ავრცელებს.„წეღან გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი.გარდა იმისა, რომ იყო პროფესიონალი პოლიციელი, მიუხედავად მისი, საყოველთაო და უსამართლო დემონიზირებისა, იყო ასევე ძალიან დადებითი, პოზიტიური და უკეთილშობილესი ადამიანი.ძალიან დიდი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან და მაგ წლებში ბევრი ტკბილი მოგონებები.გამორჩეული კაცი იყო ჩიგოლა და ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული დარწმუნებული ვარ. ნათელი მის ხსოვნას... ჩემი მხედრული სალამი, ბატონო პოლკოვნიკო!“ - წერს გიორგი გამსახურდია.

მარია ზახაროვა – რუსეთის პოზიციების ფორმირება ხდება არა საზღვარგარეთ რაღაც შეთანხმებების ხარჯზე ან რომელიღაც მხარეების ძალისხმევით, არამედ რუსეთის ფედერაციის შიგნით

აშშ-სა და უკრაინას შორის ქალაქ ჯიდაში 11 მარტს გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.როგორც უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვის პოზიციის ფორმირება საზღვარგარეთ ვერ მოხდება და მთავარ სიახლეებს რუსეთიდან უნდა ელოდონ.„რუსეთის ფედერაციის პოზიციების ფორმირება ხდება არა საზღვარგარეთ რაღაც შეთანხმებების ხარჯზე ან რომელიღაც მხარეების ძალისხმევით, არამედ რუსეთის პოზიციის ფორმირება რუსეთის ფედერაციის შიგნით ხდება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.აღსანიშნავია, რომ 11 მარტს ქალაქ ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე, უკრაინა 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას დათანხმდა, იმ შემთხვევაში თუ ანალოგიურ გადაწყვეტილებას კრემლიც მიიღებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინის ამ პოზიციას მოსკოვს გააცნობს და თანხმობის იმედს გამოთქვამს.

ბოლო სიახლეები