პარასკევი, მაისი 9, 2025

6 თვე, 8 წევრი და გამოსაძიებელი 9 წელი – საგამოძიებო კომისიის დღის წესრიგი გაწერილია – ვის მოუსმენს სამუშაო ჯგუფი ორშაბათს

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზები, 2003-2012 წლებში გამართული არჩევნები და კონკრეტულ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავები – საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს. კომისიის წევრები ცესკო-ს, პროკურატურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად, საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრ მნიშვნელოვან კითხვას პასუხები ეტაპობრივად გაეცემა.

საგამოძიებო კომისია 8 წევრისგან შედგება – “ქართული ოცნების” 5 დეპუტატთან ერთად, შემადგენლობაში “ხალხის ძალის” 2 და “ევროპელი სოციალისტების” 1 წევრია. დეპუტატები, რომლებიც ოპოზიციურ კვოტას წარმოადგენენ, მიიჩნევენ, რომ ცალკეული მოქალაქეებისა და სხვადასხვა უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, წინა ხელისუფლების გადაცდომებთან დაკავშირებით, გამოძიებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით უცვლელია ოპოზიციის პოზიცია. ყოფილი სახელისუფლებო პარტია საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს ამბობს. პარლამენტის ლეგიტიმაციაზე კითხვები აქვთ გახარიას პარტიაში.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა და, უარის შემთხვევაში, აქცენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე აკეთებენ.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს. რეგლამენტის მიხედვით, ამ დროის გახანგრძლივება კიდევ 3 თვითაა შესაძლებელი. საბოლოოდ, მომზადებული დასკვნა პროკურატურას განსახილველად გადაეგზავნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები