კვირა, ივლისი 6, 2025

ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი – ირაკლი ქადაგიშვილი

“ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ მოსაფიქრებელი დრო” – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ახლა ორი არჩევანი აქვს, დატოვოს პარლამენტი თუ გააგრძელოს იქ პოლიტიკური საქმიანობა.

“ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ უკვე დრო მოსაფიქრებელი, მაგრამ მათ არა მარტო თავიანთი თავი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც უგულებელყვეს. ახლა გახარიას და მის კურატორს აქვთ არჩევანი – დატოვოს გახარიამაც თუ გამოიყენოს საპარლამენტო ველი ამ პოლიტიკური პარტიისათვის. ეს, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ამ უახლოეს პერიოდში, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა იწვევს მწვავე დამოკიდებულებას და დაპირისპირებას ოპოზიციის შიგნით. იმიტომ, რომ იმ პარტიებმაც, რომლებმაც არ მოინდომეს პარლამენტში შემოსვლა და რეგლამენტის მიხედვით მათ გაუუქმდათ მანდატები, მათ შიგნითაც ძალიან დიდი უკმაყოფილება და დაპირისპირება ჰქონდათ. ამის პირველი მაგალითი იყო, როდესაც ერთ-ერთმა წევრმა, კონკრეტულად ქალბატონმა თამარ კორძაიამ დატოვა პოლიტიკა. იმიტომ, რომ ოპოზიციაში ვითარება ამჟამად ძალიან მძიმეა,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს.„არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთან ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ბოლო სიახლეები