სიმონ ნოზაძე – არ მგონია, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რადიკალური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ ელოდება.
კითხვაზე მოუწევს თუ არა დეპუტატების ნაწილს უმრავლესობის დატოვება, სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.
„არ მგონია, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. პირველ რიგში, მოლოდინი მაქვს, რომ რა თქმა უნდა, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული. მე არც ჩემს პოზიციას ვმალავ. ჩემი პოზიცია ისეთია, როგორიც ხაშურელი ამომრჩევლის პოზიცია. როდესაც საზოგადოებრივი აზრი ბევრ კითხვას ბადებს, საზოგადოებრივ აზრს ყველამ ანგარიში უნდა გავუწიოთ, თვითონ მოსამართლეებმაც. უმრავლესობის ამ დიდ შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩემი პირველი დასწრებაა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სამომავლო გეგმებზე მსჯელობაც ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება – რა უნდა გაკეთდეს 2018 წელს, რომ პარტია გაცილებით გამართული იყოს და უმრავლესობამ ამომრჩევლის მოლოდინი გაამართლოს“, – განაცხადა სომონ ნოზაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე გამორიცხავს თუ არა უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის გარიცხვას, სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, რომ შეცდომა შეიძლება, ყველამ დაუშვას.
„შეცდომის უფლება ყველას გვაქვს. გააჩნია მათი, მათ შორის ეკა ბესელიას პოზიცია როგორი იქნება. რამდენჯერაც აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ყველაფერზე გარიცხვა არ შეიძლება. გუნდი იმიტომ არის, რომ გუნდის შიგნით იქნება მსჯელკბა და განსხვავებული აზრიც იქნება“, – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“- უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან
"მდგომარეობა არის საგანგებო"- ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ. " მდგომარეობა...
Politico: ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს
ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე ახალ ვადით შეთანხმდა. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამთავრობო სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება....
დათო ხომერიკი: ენმ-ის ოფისში შუშები ჩამსხვრეული დაგხვდა – გამოძიების იმედი არ მაქვს
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფანჯრის მინა, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის ბანერია გაკრული ჩამსხვრეულია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, ფანჯარას...
ნიკა მელია ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ: მისი განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია
შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა...
დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებას
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია....
იონათამიშვილი: მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და მძიმე დარტყმები მიაყენა “ნაცმოძრაობის” კლასტერს – ამას მაშინვე მოყვა რეაქცია, დღეს მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა
თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც სჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი...