კახა კალაძე: მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო თბილისელებს…
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს დღეს 1 ლარად ფართი გადაეცემა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო თბილისელებს. თქვენ იცით, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული საკმაოდ ბევრი გვყავს, 3000 ადამიანს აღემატება. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ეს ადამიანები დაკმაყოფილებული ყოფილიყვნენ ფართებით. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას მოაგვარებს. ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის და ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმეა. აღნიშნული მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული და დღეს, მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოგვაქვს 40 ოჯახისთვის გადასაცემი ფართები. ჩვენ განვსაზღვრეთ წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაზე სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები დაკმაყოფილდნენ პირველ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს სრული სია და დაბალი სოციალური მდგომარეობის მიხედვით ხდება ფართების გადაცემა. ეს კონკრეტული კორპუსი მდებარეობს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვრის მიმდებარედ. შენობა მერიის კუთვნილებაშია და ფართები უკვე დღეს 1 ლარად გადაეცემათ საკუთრებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საკრებულო აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა კონკრეტულ მიწებზე, რათა აშენდეს შენობები, რომ მოხდეს აღნიშნული ადამიანების დაკმაყოფილება, თუმცა რამდენჯერმე ეს ინტერესთა გამოხატვა ჩავარდა.
„შევცვალეთ მიდგომები, ბიზნესთან გვქონდა ურთიერთობა და იმისთვის, რომ ბიზნესი უფრო დაინტერესებულიყო გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ“, – აღნიშნა კალაძემ და ის კონკრეტული ადგილები დაასახელა, სადაც აღნიშნული შენობები აშენდება, მაგალითად, ნუცუბიძის ფერდობსა და დიღომში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...