ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში დემოკრატია და თავისუფლება ბრუნდება, ანუ აქამდე არ არსებობდა. არადა ყოფილი ადმინისტრაცია დემოკრატიის უკუსვლაში ჩვენ გვადანაშაულებდა

დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან. უფრო მეტიც, ამართლებს „ოცნების“ პოლიტიკას, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ საქართველო და ამერიკა პარტნიორობას ორმხრივი ინტერესების დაცვით დაიწყებს.

„გუშინ, დონალდ ტრამპის მიმართვიდან ბევრი საინტერესო გზავნილი მოვისმინეთ, თუმცა, ალბათ ყველაზე საინტერესო იყო განცხადება იმის შესახებ, რომ დემოკრატიის სამშობლოში მისი გაპრეზიდენტებით „დემოკრატია და თავისუფლება ბრუნდება“. ე.ი ბაიდენის მმართველობის დროს ეს ყველაფერი არ არსებობდა.

არადა, სწორედ ბაიდენის ადმინისტრაცია ადანაშაულებდა „ოცნების“ ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლაში. სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოში თავისუფლება აღარ არსებობდა. როდესაც ტრამპის მსგავსად, ჩვენც მათ ვაკრიტიკებდით, რუსეთუმეებს და ანტიმედასავლეთეებს გვიწოდებდნენ. უფრო მეტიც, ამ ბრალდებით ქვეყანაში რევოლუციას გვიწყობდნენ და რეზოლუციას რეზოლუციაზე გვიცხობდნენ. მათგან მართული ევროპა კი მათ სიტყვებს პლაგიატივით იმეორებდა.

რა მოხდება ამიერიდან და როგორ გადაიტვირთება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, მთავარი უკვე მოხდა – დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან. უფრო მეტიც, ამართლებს „ოცნების“ პოლიტიკას. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე სუვერენული თანამშრომლობით და ორმხრივი ინტერესების დაცვით დაიწყება“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები