ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა – პოლიტიკა, ბულინგი მხოლოდ პატარა ადამიანებისთვისაა

ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ გავხდებით ყველანი პოლიტიკოსები. მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა პოლიტიკა. ყველას ვულოცავ დამდეგს და მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და გაახილონ თვალები. ელემენტარულია, ხომ, უფალმა მოგცა გონება. ვინ, როგორც იქცევა, თვითონ ამჟღავნებს თავის თავს“, – თქვა რომა რცხილაძემ “პრაიმ ტაიმთან” საუბრისას.

მუსიკოსი რომა რცხილაძე გამოეხმაურა მუსიკოსთა ნაწილის იმ განცხადებებს, რომელთა აზრით მუსიკოსებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა საახალწლო კონცერტებში.

„ჯანმრთელობის პრობლემების გამო, არა მხოლოდ კონცერტებში, არამედ, საახალწლო გადაღებებშიც ვერ ვიღებ მონაწილეობას. ყველას აზრს და პოზიციას პატივს ვცემ და იმავეს მოვითხოვ. ბულინგი არის მდაბიო ადამიანების, არაფრის გამკეთებელი ადამიანების არასწორი საქციელი. რა მნიშვნელობა აქვს, შენ საით ხარ, ვისი გჯერა და ვისი არ გჯერა. აქ ადამიანობაზე, აქ თავმოყვარეობაზეა საუბარი. კონცერტებზე არ წასვლა, ბულინგი ძალიან პატარა ადამიანებისთვისაა მახასიათებელი საქციელი. მე ვერასდროს გავუგებ და შევურიგდები ამ პოზიციას. ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ ჩემი ნათესავი იყოს, ნათლული იყოს, ძმაკაცი იყოს – თუ ჩემს პოზიციას პატივს არ სცემ, ე.ი. მე არ მცემ პატივს.

ამ სიტუაციამ დამანახვა, ვინ ვინ არის. ღვთის წყალობით, ყველაფერი ზემოდან იმართება. მთელი ჩემი ცხოვრება მხარს ვუჭერ იქ, სადაც არის მშვიდობა და სადაც არის წინსვლა.

ვინც გაიგებს ჩემს ხმას, მინდა ვუთხრა, რომ მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველამ ეს ბოღმა, პატივი ვცეთ ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ენას.

ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ გავხდებით ყველანი პოლიტიკოსები. მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა – პოლიტიკა. ყველას ვულოცავ დამდეგს და მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და გაახილონ თვალები. ელემენტარულია, ხომ, უფალმა მოგცა გონება. ვინ, როგორც იქცევა, თვითონ ამჟღავნებს თავის თავს“, – გვითხრა რომა რცხილაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია: გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავს მოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავს მოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები