92 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი.

Read Time:1 Minute, 13 Second

92 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გივი მარგველაშვილი გერმანიაში წავიდა. მამა, ტიტე მარგველაშვილი ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებს შორის. იგი 1946 წელს მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, სადაც თან ახლდა თავისი ვაჟი, გივი მარგველაშვილი. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში თავის ნათესავებთან ეცხოვრა.

თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებლად, ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.

მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად, მიეცა საშუალება — პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ — კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“ ორი ტომი (პირველი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო გერმანიის ტელევიზიამ, მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი აგრეთვე ცნობილია, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.

1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

2011 წლიდან მწერალი თბილისში ცხოვრობდა.

გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ შედგა საქართველოს პირველი არხის სტუდია „ეპოქას“ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „უცხო“ (ავტორი და პროდიუსერი ქეთევან სადღობელაშვილი).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფონდი „ქართუ“ მზადაა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების დასაცავად საჭირო ფინანსური რესურსი გამოყოს
Next post პაატა იმნაძეს დედამისისთვის ვერ აუხსნია რა ხდება სინამდვილეში და მე რას ამიხსნის?