70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის დღეიდან პენსია იზრდება

Read Time:40 Second

დღეიდან, პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება და 250 ლარი ხდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაზრდილი პენსიით ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი.

ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი, პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 პროცენტის ოდენობით.

მთავრობაში განმარტავენ, რომ 2021 წლის იანვრიდან იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით: ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი; მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ყველაზე ძლიერ მხარდაჭერად აცხადებდა თავს, დღეს ბიუროს სხდომას არ ესწრება
Next post ატლანტიკო – ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ალბანეთს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარების პირობით, მაშინ როცა საქართველო არა მხოლოდ ალბანეთთან შედარებით, არამედ კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, ევროკავშირის მასშტაბით “კლასში საუკეთესოა”