„7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე“ – არჩილ თალაკვაძე

Read Time:55 Second

„გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი?!“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.

„ვინ გვესაუბრება – 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე. ამ ადამიანებმა და მათმა ლიდერებმა, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადასტურებული, მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს ჩვენი თანამოქალაქეები უკიდურესი ძალადობით.

გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი?!

ახლა გამოდიხართ, შეურაცხყოფას აყენებთ პოლიციელებს, თან გულზე მჯიღს იცემთ – პოლიციას გაუმარჯოს და ჩვენი პოლიციის გვერდით ვართო, ვის გვერდით ხართ? გვერდით კი არ ხართ, იმ დღეს გამწარებულები ეძებდით, პოლიციის დამატებითი დანაყოფები სად არიანო, რომ იქნებ ახალგაზრდებთან რაღაც ფიზიკური კონტაქტი მომხდარიყო“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე COARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით წარსდგა
Next post „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ – სააკაშვილი