24-წლიანი ძებნის შემდეგ ჩინელმა ქალიშვილი იპოვა

Read Time:52 Second

ჩინეთის ქალაქ ჩენდუ ვან მინცინის მკვიდრი 24 წლის განმავლობაში დაკარგულ ქალიშვილს ეძებდა, 2018 წელს კი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალიშვილი, სახელად ციფენი, 3 წლის იყო, როდესაც დაიკარგა. მაშინ კაცი, თავის მეუღლესთან ერთად ბაზარში პროდუქტებს ყიდდა, როდესაც სამსახურის მერე აღმოაჩინეს, რომ ბავშვი ადგილზე არ დახვდათ. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში დადიოდნენ, ქუჩების კედლებზე პოსტერებს აკრავდნენ და ინტერნეტში ძებნის შესახებ აცხადებდნენ.

2015 წელს მინცინმა ტაქსისტად დაიწყო მუშაობა და ქალიშვილის ძებნის შესახებ განცხადება მანქანაზე გააკრა. რადგანაც ციფენი მცირე ასაკში დაიკარგა, კაცმა საკუთარი დის ფოტო გამოიყენა, რადგან გოგო საკუთარ დეიდას ძალიან ჰგავდა. “შესაძლოა ერთხელაც უკანა სავარძელში ჩემი შვილი დაჯდეს”, – ჰყვება ჩინელი.

რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინელის შვილს პოლიცია ეძებდა, თუმცა რამდენიმე მცდარი დნმ ტესტის შემდეგ, ძებნა აქტიურად აღარ იყო გამოცხადებული.

მინცინის ისტორიამ მედიის ყურადღება მიიპყრო. მათი დახმარებით, დაკარგული შვილის მქონე მამის შესახებ პოლიციელმა გაიგო და ქალის ფოტორობოტი შექმნა. ფოტოს ინტერნეტში ავრცელებდნენ და ბოლოს მინცინს ჩინელი ქალი კან ინი დაუკავშირდა, რომელიც ქვეყნის მეორე ბოლოში ცხოვრობს.

დნმ ტესტის ჩატარების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ კან ინი, მართლაც მინცინის შვილია. სად იზრდებოდა აქამდე 24 წლის ჩინელი ან როგორ დაიკარგა, დეტალები უცნობია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლსკი პრეზიდენტს ნარკოდამნაშავეთა შეწყალების რაოდენობის გამო აკრიტიკებს
Next post გიორგი გიორგანაშვილი: ვეცდები ეს ავადმყოფური სისტემა დავასრულო