ჩინეთის ქალაქ ჩენდუ ვან მინცინის მკვიდრი 24 წლის განმავლობაში დაკარგულ ქალიშვილს ეძებდა, 2018 წელს კი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალიშვილი, სახელად ციფენი, 3 წლის იყო, როდესაც დაიკარგა. მაშინ კაცი, თავის მეუღლესთან ერთად ბაზარში პროდუქტებს ყიდდა, როდესაც სამსახურის მერე აღმოაჩინეს, რომ ბავშვი ადგილზე არ დახვდათ. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში დადიოდნენ, ქუჩების კედლებზე პოსტერებს აკრავდნენ და ინტერნეტში ძებნის შესახებ აცხადებდნენ.
2015 წელს მინცინმა ტაქსისტად დაიწყო მუშაობა და ქალიშვილის ძებნის შესახებ განცხადება მანქანაზე გააკრა. რადგანაც ციფენი მცირე ასაკში დაიკარგა, კაცმა საკუთარი დის ფოტო გამოიყენა, რადგან გოგო საკუთარ დეიდას ძალიან ჰგავდა. “შესაძლოა ერთხელაც უკანა სავარძელში ჩემი შვილი დაჯდეს”, – ჰყვება ჩინელი.
რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინელის შვილს პოლიცია ეძებდა, თუმცა რამდენიმე მცდარი დნმ ტესტის შემდეგ, ძებნა აქტიურად აღარ იყო გამოცხადებული.
მინცინის ისტორიამ მედიის ყურადღება მიიპყრო. მათი დახმარებით, დაკარგული შვილის მქონე მამის შესახებ პოლიციელმა გაიგო და ქალის ფოტორობოტი შექმნა. ფოტოს ინტერნეტში ავრცელებდნენ და ბოლოს მინცინს ჩინელი ქალი კან ინი დაუკავშირდა, რომელიც ქვეყნის მეორე ბოლოში ცხოვრობს.
დნმ ტესტის ჩატარების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ კან ინი, მართლაც მინცინის შვილია. სად იზრდებოდა აქამდე 24 წლის ჩინელი ან როგორ დაიკარგა, დეტალები უცნობია.