გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.
საბერძნეთის პრეზიდენტთან შეხედრის შემდეგ, გიორი მარგველშვილი საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში მიიწვიეს. საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკოლაი ვუცინმა გიორგი მარგველაშვილს ათენში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და პარლამენტის უმაღლესი პერიკლეს მედლით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი საბერძნეთის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში მოიწვია. გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი საბერძნეთში 7 თებერვალს დაიწყო.