პარასკევი, აგვისტო 21, 2026

220 დღე საქართველოში-ხალი კავშირების და საერთო შესაძლებლობების ხედვა…საქართველოსა და ირანის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები

,,საქართველოში 220 დღიანი მუშაობის შეჯამება
საქართველოში ჩემი დიპლომატიური მისიის დაწყებიდან დაახლოებით შვიდნახევარი თვე გავიდა.
ამ პერიოდში ვცდილობდი, საქართველო არა მხოლოდ საელჩოს ფანჯრიდან დამენახა, არამედ ახლოდან გამეცნო — სახელმწიფო მოხელეებთან და დიპლომატებთან საუბრიდან დაწყებული, უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან, ჟურნალისტებთან, ხელოვანებთან, მკვლევრებსა და იმ მოქალაქეებთან შეხვედრებით დამთავრებული, რომელთაგან თითოეულს საკუთარი, განსხვავებული ხედვა აქვს ქვეყნის მომავლის შესახებ.
ამ გამოცდილებამ ერთ რამ უფრო მკაფიოდ დამანახა:
საქართველოს მხოლოდ შიდა პოლიტიკით, ევროპასთან ან რუსეთთან ურთიერთობით, სამხრეთ კავკასიაში მისი მდებარეობით, შავ ზღვასთან კავშირით და ა.შ. ვერ ავხსნით.
საქართველო, ფაქტობრივად, გაცილებით უფრო დიდი გეოგრაფიული სივრცის ნაწილია — სივრცისა, რომელიც იწყება შავი ზღვიდან, გადის კავკასიასა და კასპიის ზღვაზე და საბოლოოდ აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიამდე, ხოლო სამხრეთით ინდოეთის ოკეანემდე აღწევს.
შესაძლოა, რეგიონის მომავალი უფრო მეტად ამ გეოგრაფიული სივრცეების ერთმანეთთან დაკავშირებაში იყოს, ვიდრე “მათ შორის არჩევანში”.
ამან საქართველო დამაკავშირებელ ქვეყნად აქცია.
საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაც ამ რეალობას აჩვენებს. 2025 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა 20-დან 30 მილიარდ დოლარამდე იყო.
ქვეყანა, რომელიც გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს, თავად წარმოადგენს „ბაზარს“. ასეთი ქვეყნის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია შექმნას ერთმანეთთან დამაკავშირებელი უფრო მეტი გზა.
ამიტომაც საქართველო შეიძლება ერთდროულად იყოს ევროპული და კავკასიური; მას შეუძლია ითანამშრომლოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან და, ამავდროულად, ფართო ურთიერთობები ჰქონდეს ცენტრალურ აზიასთან; შეუძლია გააღრმაოს კავშირები ევროპასთან და პარალელურად გამოიყენოს შავი ზღვისა და სამხრეთის მიმართულებების შესაძლებლობები.
ეს ხედვა არა პოლიტიკური არჩევანი, არამედ ეკონომიკური და გეოგრაფიული ლოგიკაა.
საქართველოს წინაშე არსებული ამოცანების მსგავსად, არც ჩემი ქვეყანა, ირანი, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც “ბაზარი” ან მეზობელი “ქვეყანა”. ირანი სამხრეთ კავკასიის გარშემო არსებული ყველაზე დიდი დამაკავშირებელი სივრცეა.
ირანი ჩრდილოეთის მიმართულებით კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთანაა ახლოს; აღმოსავლეთით- ავღანეთსა და პაკისტანს უკავშირდება; დასავლეთით თურქეთსა და ერაყთან აქვს კავშირი, ხოლო სამხრეთით- თავისი ფართო სანაპირო ზოლის მეშვეობით, ოკეანურ წყლებსა და ინდოეთის ოკეანის საზღვაო მარშრუტებზე აქვს წვდომა.
ასეთი მდებარეობა ირანს გაცილებით უფრო დიდი ქსელის ნაწილად აქცევს.
2025 წელს ირანის საგარეო ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით 110 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული ხოლო ტრანზიტის სახით ირანის გავლით მნიშვნელოვანი მოცულობის ტვირთები გადაიზიდა.
თუმცა რეალური მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ირანის ბაზარს შეუძლია მის გარშემო არსებულ ბაზრებთან ერთად ერთიან ქსელში ჩაერთოს.
ირანი — „ქსელი-ბაზარია“.
ფაქტობრივად, როდესაც ირანის ბაზარზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მის მოსახლეობასა და შიდა მოხმარებაზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
ირანის ბაზარი თავის მნიშვნელობას სწორედ მის გარშემო არსებულ ბაზრებთან კავშირში იძენს:
ირანი, სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, ავღანეთი, პაკისტანი, ერაყი, თურქეთი და მეორე მხრივ, ინდოეთის ოკეანის საზღვაო მარშრუტები.
ეს ერთობლიობა ქმნის ბევრად უფრო დიდ ეკონომიკურ სივრცეს, ვიდრე ნებისმიერი ცალკე აღებული ეროვნული ბაზარი.
ამიტომ კომპანია, რომელიც ირანის ბაზარზე შედის, აპრიორი მხოლოდ ირანში პროდუქციის გაყიდვას არ უნდა ისახავდეს მიზნად.
მას შეუძლია იფიქროს იმ ბაზრებზეც, რომლებზეც ირანის გავლით ექნება წვდომა.
სწორედ აქ ხდება ვაჭრობის ლოგიკა სახელმწიფო საზღვრების ლოგიკაზე უფრო ფართო.
ზოგჯერ ქვეყნებს შორის კავშირებზე უფრო მეტად პოლიტიკის შესახებ საუბრობენ და ნაკლებად — ინფრასტრუქტურაზე.
თუმცა ჩვენს რეგიონში კავშირების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვიდრე დიპლომატიური მოლაპარაკებების ოთახებში შეიქმნებოდა, გზებზე, რკინიგზებზე, ენერგეტიკულ ხაზებზე, ელექტროგადამცემ ქსელებზე, პორტებსა და სასაზღვრო ტერმინალებზე შეიქმნა.
ირანმა მეზობელ ქვეყნებთან მყარი ინფრასტრუქტურული კავშირების ქსელი შექმნა:
გზები და საავტომობილო მაგისტრალები,
რკინიგზა,
ენერგიის გადამცემი ხაზები,
ელექტროენერგიის ქსელები,
სასაზღვრო გამშვები პუნქტები,
პორტები,
სავაჭრო ტერმინალები
და სატრანზიტო მარშრუტები.
მაგალითად, ირანის ელექტროენერგეტიკული კავშირები აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთთან, ისევე როგორც ენერგეტიკული მიმოცვლა რეგიონის ქვეყნებთან, აჩვენებს, რომ ეს რეგიონი ინფრასტრუქტურულ დონეზე უკვე წლებია ერთმანეთთან დაკავშირების პროცესშია.
ეს კავშირები იმ პერიოდებშიც კი გაგრძელდა, როდესაც სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები გართულებული იყო
ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია მომავლისთვის: ზოგჯერ ინფრასტრუქტურას შეუძლია გზა გაუხსნას პოლიტიკას. ყოველთვის პოლიტიკა არ უნდა უსწრებდეს ინფრასტრუქტურას.
ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელზეც ჯერ კიდევ საკმარისი ყურადღება არ გამახვილებულა, არის კავშირი რუსეთის ჩრდილოეთის პოლარულ წყლებსა და შავ ზღვას შორის, ერთი მხრივ, და ინდოეთის ოკეანეს შორის – მეორე მხრივ.
სწორედ ამ მიმართულებით ჩინეთმა გასულ კვირას პირველი საკონტეინერო გემი გაატარა, რითაც აჩვენა, რომ ახალი მარშრუტების კონკურენცია ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ასეთი ხედვის პირობებში პორტები და გზები მხოლოდ ერთი ქვეყნის პორტები და გზები აღარ არის.
ისინი იმ ქსელის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც საქონელი, კაპიტალი, ტექნოლოგიები და მომსახურება ევროპიდან და შავი ზღვიდან სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით და პირიქით გადაადგილდება.
წარმოვიდგინოთ, რომ ტვირთი ინდოეთიდან მოდის.
მას შეუძლია საზღვაო და სახმელეთო ქსელების მეშვეობით ირანში შევიდეს, ირანის სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტებით ჩრდილოეთისკენ გადაადგილდეს, გაიაროს სამხრეთ კავკასია და დაუკავშირდეს შავ ზღვას ან რუსეთის ჩრდილოეთის წყლებს, ხოლო შემდეგ — ევროპულ ბაზრებს.
ან საპირისპირო მიმართულებით, ევროპული საქონელი, ტექნოლოგია ან კაპიტალი შავი ზღვისა და კავკასიის გავლით სამხრეთის ქსელში შევიდეს და ირანის მეშვეობით ცენტრალური აზიის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის ოკეანის ბაზრებზე მიიღოს წვდომა.
ეს მოდელი ქმნის ეკონომიკურ ეკოსისტემას, რომლის ღირებულებაც იზრდება მონაწილე ქვეყნების და კომპანიების რაოდენობის ზრდასთან ერთად.
ბოლო წლებში ევროპაც სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციასა და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის ზრდას.
ინდოეთს, აზიასა და ევროპას შორის საკომუნიკაციო მარშრუტების ბოლო პერიოდის განვითარებამაც აჩვენა, რომ არც ერთი დერეფანი არ უნდა განვიხილოთ ერთადერთ შესაძლო ვარიანტად.
ინდოეთისა და ევროპის დამაკავშირებელი მსხვილი პროექტების შემთხვევაშიც კი, დღეს უფრო აქტიურად განიხილება ალტერნატიული და გეოპოლიტიკური კრიზისების მიმართ უფრო მდგრადი მარშრუტების შექმნის საკითხი.
ამიტომ ირანის დაკავშირება კავკასიასთან და შემდეგ შავ ზღვასთან ან რუსეთის ჩრდილოეთის წყლებთან აუცილებლად არ უნდა განვიხილოთ ევროპასთან კონკურენციის კონტექსტში.
მისი განხილვა შესაძლებელია, როგორც ევროპის აზიასთან კავშირის გაძლიერების ერთ-ერთი შესაძლებლობა.
ფაქტობრივად, თუ ახალი მარშრუტი არსებულ მარშრუტებს შეავსებს, ყველა მხარეს შეუძლია მისგან სარგებელი მიიღოს.
მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის მომავალიც სწორედ ამ ლოგიკაშია.
სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს თითოეულს საკუთარი უნიკალური გეოგრაფიული და ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს.
თუ ეს სამი ქვეყანა საკუთარ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს აღადგენს და განავითარებს, სამხრეთ კავკასია სატრანზიტო რეგიონიდან ღირებულების შემქმნელ რეგიონად შეიძლება გადაიქცეს.
ამ პროცესში ირანი, როგორც კავკასიის მეზობელი ქვეყანა, შეიძლება ამ ქსელის ნაწილი გახდეს.
არა რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ;
არა სხვა მარშრუტის საპირისპიროდ;
არამედ მათ გვერდით.
თუმცა მნიშვნელოვანია ერთი საკითხის გააზრება: ვერც ერთი დერეფანი ვერ იარსებებს ხანგრძლივად მდგრადი ნდობის გარეშე.
ნდობა, ვიდრე სავაჭრო ხელშეკრულებებში ჩამოყალიბდება, ადამიანების ცნობიერებაში იქმნება.
სწორედ ამიტომ, საქართველოში გატარებული ამ შვიდნახევარი თვის განმავლობაში კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ კულტურა შეიძლება ხალხებს შორის პირველი გზა იყოს.
ირანსა და საქართველოს კულტურული, სამეცნიერო და ისტორიული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვთ.
ეს ისტორია მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის.
ის შეიძლება მომავლის კაპიტალად იქცეს.
უნივერსიტეტებს შეუძლიათ ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოება.
მკვლევრებს შეუძლიათ ერთობლივი პროექტების შექმნა.
ხელოვანებს შეუძლიათ ერთმანეთთან თანამშრომლობა პოლიტიკურ დაპირისპირებებში ჩართვის გარეშე.
ახალგაზრდებს შეუძლიათ ერთმანეთის უკეთ გაცნობა.
მედიას შეუძლია, სტერეოტიპული ნარატივების ნაცვლად, ირანის დღევანდელობა და საქართველოს დღევანდელობა ერთმანეთს უკეთ გააცნოს.
კერძო სექტორს კი სწორედ ამ ურთიერთგაცნობიდან შეუძლია ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.
პირადად მე კულტურულ დიპლომატიას არ განვიხილავ როგორც საშუალებას, სხვები დავარწმუნოთ რომელიმე ქვეყნის „სისწორეში“.
კულტურულმა დიპლომატიამ ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა უნდა შექმნას.
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ლიტერატურაზე, ისტორიაზე, კინოზე, მუსიკაზე, არქიტექტურაზე, უნივერსიტეტებზე, ტურიზმზე, ტექნოლოგიებსა და საერთო მემკვიდრეობაზე ისე, რომ ყველა პოლიტიკურ საკითხზე ერთნაირი შეხედულება არ გვქონდეს.
მეგობრობისთვის აუცილებელი არ არის, ყველაფერზე ვთანხმდებოდეთ.
საკმარისია, ერთმანეთის გაცნობა და საერთო ინტერესების პოვნა შეგვეძლოს.
ეს ხედვა მხოლოდ ირან-საქართველოს ურთიერთობებს არ ეხება.
მჯერა, რომ ირანსა და ევროპას შორის ურთიერთობებშიც უფრო მეტი სივრცე უნდა შეიქმნას საერთო ინტერესების მქონე სფეროებზე დიალოგისთვის.
ირანსა და ევროპის ქვეყნებს შორის პოლიტიკური უთანხმოებები რეალობაა.
მაგრამ უთანხმოებებთან ერთად არსებობს საერთო საკითხებიც:
ვაჭრობა,
ენერგეტიკა,
სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოება,
გარემოს დაცვა,
მიგრაცია,
ტურიზმი,
მეცნიერება და ტექნოლოგიები
და აზიისა და ევროპის დაკავშირების მომავალი.
სწორედ დერეფნების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მათ შეუძლიათ პოლიტიკური დიალოგი სადავო საკითხებიდან საერთო ინტერესების მქონე საკითხებისკენ გადაიტანონ.
თუ ერთი სავაჭრო მარშრუტი სასარგებლოა ირანისთვის, საქართველოსთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და ევროპისთვის, ყველა მათგანს ექნება დიალოგის გაგრძელების მიზეზი.
ეს არის თანამშრომლობის ის ტიპი, რომელიც კედლების აშენების ნაცვლად ხიდებს აშენებს.
დღევანდელმა მსოფლიომ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოგვცა: არც ერთი მარშრუტი არ არის სამუდამოდ უსაფრთხო, საკმარისი და მდგრადი.
ქვეყნებსა და ეკონომიკებს დივერსიფიცირებული მარშრუტები სჭირდებათ.
ეს ეხება ენერგეტიკას; ვაჭრობას; ციფრულ კავშირებს; ტრანსპორტსა და მიწოდების ჯაჭვებსაც.
ამიტომ, თუ საქართველო შეძლებს ერთდროულად იყოს დაკავშირებული ევროპასთან, შავ ზღვასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალურ აზიასთან, სომხეთთან და სამხრეთის მიმართულებებთან, მისი პოზიცია გაძლიერდება.
თუ ირანიც შეძლებს ერთდროულად იყოს დაკავშირებული კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან, სამხრეთ აზიასთან, ინდოეთის ოკეანესთან, თურქეთთან და ევროპასთან, ყველა ამ „ქსელი-ბაზრის“ პოზიცია გაძლიერდება.
მეტი დაკავშირება აუცილებლად მეტ დამოკიდებულებას არ ნიშნავს; ზოგჯერ პირიქით — ეს ნიშნავს მეტ არჩევანს და მეტ დამოუკიდებლობას.
შესაძლოა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომლამდეც საქართველოში 220 დღის ყოფნის შემდეგ მივედი.
ირანი რეგიონის მომავალს ერთი ქვეყნის მეორის წინააღმდეგ არჩევაში არ ხედავს.
არც საქართველომ უნდა აირჩიოს მხოლოდ აღმოსავლეთი ან დასავლეთი;
არც ირანმა;
არც სომხეთმა;
არც აზერბაიჯანმა.
რეგიონის მომავალი შეიძლება იმ ქსელის შექმნაში იყოს, რომელშიც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, შავი ზღვა და ინდოეთის ოკეანე ერთმანეთთან უფრო მეტად დაკავშირებული იქნება.
ამ სურათში არც ერთი ქვეყანა არ არის მეორის შემცვლელი.
თითოეული ქვეყანა უფრო დიდი ქსელის ნაწილია.
შესაძლოა, ახლა დადგა დრო, რეგიონის მომავალზე საუბრისას ნაკლებად ვიფიქროთ „დერეფნებზე“, როგორც რუკაზე დატანილ ხაზებზე, და უფრო მეტად — როგორც ერთმანეთთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და ადამიანურ საზოგადოებებზე.
დერეფანი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მის ორივე მხარეს მხოლოდ კონტეინერები კი არ გადაადგილდება, არამედ:
მოძრაობს ცოდნა,
მოძრაობს კაპიტალი,
მოძრაობენ ტურისტები,
მოძრაობენ სტუდენტები,
მოძრაობენ იდეები
და ადამიანები ერთმანეთს უკეთ იცნობენ.
ამ შემთხვევაში გზა უბრალოდ გზა აღარ არის.
ის ხიდად იქცევა.
და შესაძლოა, დღეს, ირანსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შემდეგ, სწორედ ეს არის ჩვენს წინაშე არსებული საუკეთესო შესაძლებლობა:
ავაშენოთ ხიდი, რომელიც შავ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან უფრო დააახლოებს;
დავაკავშიროთ სამხრეთ კავკასია ცენტრალურ აზიასთან;
დავუახლოვოთ რეგიონის ბაზრები ერთმანეთს;
და ირანს, საქართველოს, ევროპასა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის დაპირისპირებისა და არჩევანის ლოგიკის ნაცვლად გავაძლიეროთ კავშირის, ურთიერთშემავსებლობისა და საერთო სარგებლის ლოგიკა.
ეს ხედვა არავის წინააღმდეგ არ არის.
ეს არ არის მოწოდება ერთი მხარის მეორის წინააღმდეგ არჩევისკენ.
ეს არის მოწოდება უფრო მეტი მარშრუტის, მეტი კავშირის და ყველასთვის მეტი შესაძლებლობის შექმნისკენ”– ამის შესახებ წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს “ოპოზიციონერებმა” ჩემი მისამართით, მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს – არ ვარ მათზე გაბრაზებული, იმედგაცრუებული...

რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს "ოპოზიციონერებმა" ჩემი მისამართით ამ დღეებში, მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს, რაც მაფიქრებინებს, რომ ესენი ამას იძახიან არა იმდენად ხალხის, არამედ ერთი კაცის გასაგონად , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.როგორც სააკაშვილი თავის წერილში აღნიშნავს, ის ხელისუფლების ოპონენტებზე გაბრაზებული არ არის, თუმცა, წერს, რომ აფხაზეთის დათმობაზე მინიშნებით საუბარსაც კი არავის აპატიებს.“რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს "ოპოზიციონერებმა" ჩემი მისამართით ამ დღეებში. დააკვირდით, რომ მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს, თან ძალიან სასაცილოა, რომ ილანძღებიან და შემდეგ საკუთარ გვერდს კეტავენ კომენტარებისთვის, იციან რა ხალხის რეაქცია "თქვა მან და ბუჩქებში გაუჩინარდა", რაც მაფიქრებინებს, რომ ესენი ამას იძახიან არა იმდენად ხალხის, არამედ ერთი კაცის გასაგონად.მიუხედავად ყველაფრისა, მე არ ვარ მათზე გაბრაზებული, უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა არავის ვაპატიებ მინიშნებასაც კი აფხაზეთის დათმობაზე, რა უფლება გვაქვს მომავალი თაობების ნაცვლად ასეთი გადაწყვეტილების მიღების? თუ კარგად წაიკითხავთ ყველა ჩემს გამონათქვამს, ნახავთ რომ არასდროს არცერთი სალანძღავი სიტყვა არ დამცდენია, მხოლოდ იმის თქმა მსურს რომ ამ კონკრეტულ "მოღვაწეებთან" ერთად ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა. ეს გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ.ხოლო ყველა ნამდვილ მებრძოლს და პატრიოტს სრული ერთიანობა გვმართებს ამ დიდი ძნელბედობის ჟამს. პარტიები საერთოდ აღარაა აქტუალური, ყოფნა-არ ყოფნის, ამ მასშტაბის, გამოწვევის წინაშე”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის! ზედამხედველობის დეპარტამენტი ყალბი ჯარიმების შესახებ აფრთხილებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების თანახმად, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე და მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე.“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით სავარაუდო თაღლითური სქემა განხორციელდა.2026 წლის 19 აგვისტოს, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე.შეტყობინებებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება თაღლითური ვებგვერდი - https://ge-polic-des.eu.cc/ge, სადაც დატანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძველი ლოგო და ინფორმაცია გადაუხდელი ჯარიმის შედეგების შესახებ. ვებგვერდი იძლევა თანხის გადახდის საშუალებას საბანკო ბარათის სტანდარტული დეტალური რეკვიზიტების მითითებით.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა”, - ნათქვამია ინფორმაციაში

„ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია“ – სამხარაძე მდინარაძისა და ღარიბაშვილის საქმეზე

მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში,  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, მდინარაძე მისი გულმხურვალე მხარდამჭერი გამოდის, შესაბამისად,  წერილის შინაარსის გათვალისწინებით, სამხარაძისთვის გაუგებარია, რით არის უკმაყოფილო ყოფილი პრემიერ-მინისტრი.„მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში: დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილსნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შემდეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედებების ორი ვარიანტი:1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) — ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარება, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო”. ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, რადგან წერილის ავტორი საუბრობს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა “მაგრად დაგვაზიანეს; ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი;” და ღარიბაშვილს მოქმედების პირველ ვარიანტად სთავაზობს: “ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ” და მეორე ვარიანტად განიხილავს  დანებებას და ახალი ბრალის აღიარებას. მამუკა მდინარაძე თავის ძველ პროფესიას დაბრუნებია, ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა. რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა? ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია," - წერს სამხარაძე.

ცნობილია თბილისსა და რეგიონებში პუნქტების მისამართები, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება

შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლოო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი.ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფორმების შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. კერძოდ, სამუშაოები დღები იქნება ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.„თბილისი:გლდანი-ნაძალადევისსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N22სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, ნ.სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ლევან ჭოჭუას ქ. N36დიდუბე-ჩუღურეთისსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N22 საჯარო სკოლამისამართი: ალიო მირცხულავას ქ. N4ვაკე-საბურთალოსსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის N38სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N71სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის გამზირი 8ბისანი-სამგორისსიპ ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, თრიალეთის ქუჩა N7სსიპ ქალაქ თბილისის №127 საჯარო სკოლამისამართი: რუსთავის გზატკეცილი N18სსიპ აკაკი შანიძის სახელობის ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლამისამართი: ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი N1სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლამისამართი: ვარკეთილი,ზ/პ, მე-2 მ/რძველი თბილისისსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ბროსეს N8, ჯამბულის N5სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლამისამართი: ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N2სსიპ მუნიციპალიტეტის შენობა, მდებარეობს რესურსცენტრის მიმდებარედ.მისამართი: თბილისი, კიევის ქუჩა N2აჭარა:ბათუმისსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლამისამართი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N35სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლამისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ.N125სსიპ ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლამისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N56ქობულეთი:სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლამისამართი: ქობულეთი, რუსთაველის ქ.N136ხელვაჩაური:სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლამისამართი: სოფელი ხელვაჩაურიგურია:ლანჩხუთისსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლამისამართი: ჟორდანიას ქუჩა N123ოზურგეთისსიპ ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლამისამართი: ოზურგეთი, ე.ნინოშვილის ქ. N7ჩოხატაურისაგანმანათლებლო რესურსცენტრიმისამართი: წერეთლის ქ. N2იმერეთი:ქუთაისისსიპ ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლამისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №51სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლამისამართი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N22ბაღდათისსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლამისამართი: ბაღდათი, კახიანის ქ. N39ვანისსიპ ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლამისამართი: სოლომონ II ქუჩა №11ზესტაფონისსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლამისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N4თერჯოლასსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლამისამართი: თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთისამტრედიასსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლამისამართი: სამტრედია, 9 აპრილის ქ. N79საჩხერესსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლამისამართი: საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის ქ. N19ტყიბულისსიპ ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლამისამართი: ბრეგვაძის ქუჩა №14ჭიათურასსიპ ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლამისამართი: ჭიათურა, ნიკოპოლის ქუჩა №14,ხონისსიპ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლამისამართი: ხონი, სოლომონ მეორის ქ. N4კახეთი:თელავისსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლამისამართი: თელავი, ალაზნის გამზირი N22ახმეტასსიპ ქალაქ ახმეტის N 2 საჯარო სკოლამისამართი: ახმეტა, ყაზბეგის ქ. N35გურჯაანისსსიპ ქალაქ გურჯაანის N3 საჯარო სკოლამისამართი: გურჯაანი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.N15დედოფლისწყაროსსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლამისამართი: დედოფლისწყარო, სოფელი სამრეკლოლაგოდეხისსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლამისამართი: ლაგოდეხი, რუსთაველის ქ. N1საგარეჯოსსიპ ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო სკოლამისამართი: საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. N19სიღნაღისსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლამისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო, უნივერსიტეტის ქუჩა 70ყვარელისსიპ ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლამისამართი: ყვარელი, მარჯანიშვილის ქ.N29მცხეთა-მთიანეთი:მცხეთასსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლამისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი წილკანი, წილკნელის ქუჩადუშეთისსიპ ქალაქ დუშეთის N2 საჯარო სკოლამისამართი: დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ.N96თიანეთისსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლამისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. N 59ყაზბეგიყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმისამართი: ყაზბეგი, ალ. ყაზბეგის ქ. N50რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი:ამბროლაურისსიპ ქალაქ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლამისამართი: ამბროლაური, კობახიძის ქ. N9ცაგერისსიპ ქალაქ ცაგერის სპორტის სასახლემისამართი: ცაგერი, ასათიანის ქ. N6სამეგრელო-ზემო სვანეთი:ზუგდიდისსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლამისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ.N8აბაშასსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლამისამართი: აბაშა, შუბლაძის ქ. N23მარტვილისსიპ ქალაქ მარტვილი N1 საჯარო სკოლამისამართი: მშვიდობის ქუჩა №11,მესტიასსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლამისამართი: დაბა მესტია, დავით აღმაშენებლის ქ.N25სენაკისენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმისამართი: სენაკი, ცოტნე დადიანის ქ. N7ფოთისსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლამისამართი: ფოთი, ნინო ჟვანიას ქუჩა. N9ჩხოროწყუსსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლამისამართი: გობეჩიას ქუჩა №3წალენჯიხაწალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმისამართი: წალენჯიხა, სალიას ქ. N3სამცხე-ჯავახეთი:ახალქალაქისსიპ ქალაქ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლამისამართი: ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. N3ადიგენისსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლამისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯურიასპინძასსიპ დაბა ასპინძის საჯარო სკოლამისამართი: ასპინძა, რუსთაველის ქ.N7ახალციხესსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლამისამართი: ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6ბორჯომისავაჭრო ობიექტიმისამართი: ბორჯომი, მესხეთის ქ N6ნინოწმინდასსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლამისამართი: ნინოწმინდა, ჰოვსეფიანის ქ. N16ქვემო ქართლი:რუსთავისსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლამისამართი: რუსთავი, მაჩაბლის ქ. N3სსიპ ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლამისამართი: რუსთავი, მელიქიშვილის ქ. N7ბოლნისისსიპ ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლამისამართი: ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. N13გარდაბანისსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლამისამართი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N24დმანისისსიპ ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლამისამართი: გოგებაშვილის ქ. N18თეთრიწყაროსსიპ ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლამისამართი: თეთრიწყარო, დიდგორის ქ. N8მარნეულისსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლამისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯანდარასსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლამისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შულავერიწალკასსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლამისამართი: წალკა, ჭელიძის ქ. N53შიდა ქართლი:გორისსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლამისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54კასპიყოფილი საჯარო რეესტრის შენობამისამართი: კასპი, აღმაშენებლის გამზირი ქ. N20ქარელისსიპ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლამისამართი: ქარელი, 26 მაისის ქ.N1ხაშურისსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლამისამართი: ხაშური, ტაბიძის ქ. N22“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

კოლუმბიაში, მაღაროში ფერდობის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღია მაღაროში ფერდობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 13 მუშა და შვიდი დაშავდა.ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევა მაღაროში ფერდობის ჩამონგრევამ გამოიწვია და არა აფეთქებამ, როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია.მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მეხანძრეები, ადგილობრივი მოსახლეობა და მძიმე ტექნიკა მონაწილეობდნენ, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამჟამად ყველა დაშავებული და გარდაცვლილი ნაპოვნია.

ბოლო სიახლეები