ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026

ცნობილია თბილისსა და რეგიონებში პუნქტების მისამართები, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება

შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლოო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფორმების შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. კერძოდ, სამუშაოები დღები იქნება ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.

„თბილისი:

გლდანი-ნაძალადევი

სსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლა

მისამართი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35

სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლა

მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N22

სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა

მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, ნ.

სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლა

მისამართი: თბილისი, ლევან ჭოჭუას ქ. N36

დიდუბე-ჩუღურეთი

სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N22 საჯარო სკოლა

მისამართი: ალიო მირცხულავას ქ. N4

ვაკე-საბურთალო

სსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლა

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის N38

სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლა

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N71

სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა

მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის გამზირი 8ბ

ისანი-სამგორი

სსიპ ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლა

მისამართი: თბილისი, თრიალეთის ქუჩა N7

სსიპ ქალაქ თბილისის №127 საჯარო სკოლა

მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N18

სსიპ აკაკი შანიძის სახელობის ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლა

მისამართი: ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი N1

სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა

მისამართი: ვარკეთილი,ზ/პ, მე-2 მ/რ

ძველი თბილისი

სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20 საჯარო სკოლა

მისამართი: თბილისი, ბროსეს N8, ჯამბულის N5

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა

მისამართი: ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N2

სსიპ მუნიციპალიტეტის შენობა, მდებარეობს რესურსცენტრის მიმდებარედ.

მისამართი: თბილისი, კიევის ქუჩა N2

აჭარა:

ბათუმი

სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა

მისამართი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N35

სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა

მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ.N125

სსიპ ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლა

მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N56

ქობულეთი:

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: ქობულეთი, რუსთაველის ქ.N136

ხელვაჩაური:

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: სოფელი ხელვაჩაური

გურია:

ლანჩხუთი

სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: ჟორდანიას ქუჩა N123

ოზურგეთი

სსიპ ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: ოზურგეთი, ე.ნინოშვილის ქ. N7

ჩოხატაური

საგანმანათლებლო რესურსცენტრი

მისამართი: წერეთლის ქ. N2

იმერეთი:

ქუთაისი

სსიპ ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლა

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №51

სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა

მისამართი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N22

ბაღდათი

სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: ბაღდათი, კახიანის ქ. N39

ვანი

სსიპ ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: სოლომონ II ქუჩა №11

ზესტაფონი

სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N4

თერჯოლა

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი

სამტრედია

სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: სამტრედია, 9 აპრილის ქ. N79

საჩხერე

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლა

მისამართი: საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის ქ. N19

ტყიბული

სსიპ ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლა

მისამართი: ბრეგვაძის ქუჩა №14

ჭიათურა

სსიპ ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა

მისამართი: ჭიათურა, ნიკოპოლის ქუჩა №14,

ხონი

სსიპ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: ხონი, სოლომონ მეორის ქ. N4

კახეთი:

თელავი

სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლა

მისამართი: თელავი, ალაზნის გამზირი N22

ახმეტა

სსიპ ქალაქ ახმეტის N 2 საჯარო სკოლა

მისამართი: ახმეტა, ყაზბეგის ქ. N35

გურჯაანის

სსიპ ქალაქ გურჯაანის N3 საჯარო სკოლა

მისამართი: გურჯაანი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.N15

დედოფლისწყარო

სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა

მისამართი: დედოფლისწყარო, სოფელი სამრეკლო

ლაგოდეხი

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: ლაგოდეხი, რუსთაველის ქ. N1

საგარეჯო

სსიპ ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო სკოლა

მისამართი: საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. N19

სიღნაღი

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლა

მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო, უნივერსიტეტის ქუჩა 70

ყვარელი

სსიპ ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: ყვარელი, მარჯანიშვილის ქ.N29

მცხეთა-მთიანეთი:

მცხეთა

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლა

მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი წილკანი, წილკნელის ქუჩა

დუშეთი

სსიპ ქალაქ დუშეთის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ.N96

თიანეთი

სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. N 59

ყაზბეგი

ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

მისამართი: ყაზბეგი, ალ. ყაზბეგის ქ. N50

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი:

ამბროლაური

სსიპ ქალაქ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: ამბროლაური, კობახიძის ქ. N9

ცაგერი

სსიპ ქალაქ ცაგერის სპორტის სასახლე

მისამართი: ცაგერი, ასათიანის ქ. N6

სამეგრელო-ზემო სვანეთი:

ზუგდიდი

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა

მისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ.N8

აბაშა

სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა

მისამართი: აბაშა, შუბლაძის ქ. N23

მარტვილი

სსიპ ქალაქ მარტვილი N1 საჯარო სკოლა

მისამართი: მშვიდობის ქუჩა №11,

მესტია

სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: დაბა მესტია, დავით აღმაშენებლის ქ.N25

სენაკი

სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

მისამართი: სენაკი, ცოტნე დადიანის ქ. N7

ფოთი

სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: ფოთი, ნინო ჟვანიას ქუჩა. N9

ჩხოროწყუ

სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლა

მისამართი: გობეჩიას ქუჩა №3

წალენჯიხა

წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

მისამართი: წალენჯიხა, სალიას ქ. N3

სამცხე-ჯავახეთი:

ახალქალაქი

სსიპ ქალაქ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა

მისამართი: ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. N3

ადიგენი

სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა

მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯური

ასპინძა

სსიპ დაბა ასპინძის საჯარო სკოლა

მისამართი: ასპინძა, რუსთაველის ქ.N7

ახალციხე

სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა

მისამართი: ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6

ბორჯომი

სავაჭრო ობიექტი

მისამართი: ბორჯომი, მესხეთის ქ N6

ნინოწმინდა

სსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა

მისამართი: ნინოწმინდა, ჰოვსეფიანის ქ. N16

ქვემო ქართლი:

რუსთავი

სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა

მისამართი: რუსთავი, მაჩაბლის ქ. N3

სსიპ ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა

მისამართი: რუსთავი, მელიქიშვილის ქ. N7

ბოლნისი

სსიპ ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლა

მისამართი: ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. N13

გარდაბანი

სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N24

დმანისი

სსიპ ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: გოგებაშვილის ქ. N18

თეთრიწყარო

სსიპ ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა

მისამართი: თეთრიწყარო, დიდგორის ქ. N8

მარნეული

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა

მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯანდარა

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა

მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შულავერი

წალკა

სსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: წალკა, ჭელიძის ქ. N53

შიდა ქართლი:

გორი

სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა

მისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54

კასპი

ყოფილი საჯარო რეესტრის შენობა

მისამართი: კასპი, აღმაშენებლის გამზირი ქ. N20

ქარელი

სსიპ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: ქარელი, 26 მაისის ქ.N1

ხაშური

სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა

მისამართი: ხაშური, ტაბიძის ქ. N22“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია“ – სამხარაძე მდინარაძისა და ღარიბაშვილის საქმეზე

მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში,  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, მდინარაძე მისი გულმხურვალე მხარდამჭერი გამოდის, შესაბამისად,  წერილის შინაარსის გათვალისწინებით, სამხარაძისთვის გაუგებარია, რით არის უკმაყოფილო ყოფილი პრემიერ-მინისტრი.„მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში: დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილსნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შემდეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედებების ორი ვარიანტი:1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) — ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარება, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო”. ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, რადგან წერილის ავტორი საუბრობს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა “მაგრად დაგვაზიანეს; ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი;” და ღარიბაშვილს მოქმედების პირველ ვარიანტად სთავაზობს: “ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ” და მეორე ვარიანტად განიხილავს  დანებებას და ახალი ბრალის აღიარებას. მამუკა მდინარაძე თავის ძველ პროფესიას დაბრუნებია, ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა. რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა? ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია," - წერს სამხარაძე.

კოლუმბიაში, მაღაროში ფერდობის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღია მაღაროში ფერდობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 13 მუშა და შვიდი დაშავდა.ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევა მაღაროში ფერდობის ჩამონგრევამ გამოიწვია და არა აფეთქებამ, როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია.მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მეხანძრეები, ადგილობრივი მოსახლეობა და მძიმე ტექნიკა მონაწილეობდნენ, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამჟამად ყველა დაშავებული და გარდაცვლილი ნაპოვნია.

შსს – გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.შსს-ს თანახმად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.შსს-ს თანახმად, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. შსს აღნიშნავს, რომ ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის "ფეისბუქ" პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.„გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, - წერია განცხადებაში.ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის "ფეისუქის" გვერდზე სიტყვები - Арцыд растаг - 18 აგვისტოს დაიპოსტა.

ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესება და ეკონომიკური ზეწოლა პრობლემის მოგვარებას ხელს არ უწყობს

სანქციების დაწესება და ზეწოლა პრობლემის მოგვარებას არ უწყობს ხელს, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ლინ ძიანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ტრამპი ირანის წინააღმდეგ გამანადგურებელ ეკონომიკურ ომს იწყებს.„ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, მიიღონ პასუხისმგებლიანი ზომები და მოაგვარონ პრობლემები დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“.

ირაკლი ღარიბაშვილი – მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცილისმწამებლური განცხადებები – ტყუილად და უსუსურად წვალობთ, ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე...

მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი, მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.ღარიბაშვილი თავის გზავნილში მმართველ გუნდს მიმართავს და წერს, რომ ყოფილი თანაგუნდელები ტყუილად ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ის მისი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატეა.„მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს. ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს. რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ უკვე რვა თვეა მდუმარედ ვზივარ ციხეში. არავის ჩემი ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ. არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ახლა მივმართავ ხელისუფლებას: თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს… მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე, ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით… აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე. შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის.ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით.თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ” და სხვა გზა არ დამიტოვეთ… მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ.რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილისმწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს, მე ერთს გეტყვით: ფრთხილად იყავით — მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ; მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს. სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა”... არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით!და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო: მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ!“ - წერს ღარიბაშვილი.

ბოლო სიახლეები