22 დღის განმავლობაში სხდომის არ ჩანიშვნა არ იძლევა საფუძველს განაცხადო, რომ რამე ჭიანურდება – სარჯველაძე სააკაშვილის პროცესზე

Read Time:51 Second

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის გაჭიანურებაზე საუბარი გადაჭარბებულია.

მისი თქმით, დაპატიმრებიდან 22 დღე არ არის ის დრო, როდესაც მსგავსი დასკვნების გამოტანა შეიძლება.

“თუ ასე გულით უნდოდა ბატონ მიხეილს სასამართლოზე წარდგომა, არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა ამ წლების განმავლობაში? მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია.

რაც შეეხება ექსტრადირებას – ეს დამოკიდებულია საერთაშორისო ურთიერთობებზე. ამ მიმართულებით, საქართველომ გადადგა სერიოზული ნაბიჯები, თუმცა, აქამდე ეს ვერ მოხერხდა.

ამ 22 დღის განმავლობაში, რაც პატიმრობა დაიწყო, თუკი არ ჩაინიშნა პროცესი, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ჭიანურდება. საერთოდ, როდესაც პოლიტიკურ პატიმრობასა, თუ მიკერძოებულ მიდგომებზეა საუბარი, უმჯობესია, ვთქვათ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში სხვაგვარად ხდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაშია განსხვავებული მდგომარეობა. მე პირადად, ვიცნობ სამართალწარმოების სპეციფიკას და გეტყვით, რომ 22 დღის განმავლობაში სხდომის არ ჩანიშვნა ნამდვილად არ იძლევა საფუძველს განაცხადო, რომ რამე ჭიანურდება. იგივე შემიძლია ვთქვა მიმდინარე ძიებაზე, რომელიც უკავშირდება საზღვრის უკანონო კვეთას და ა.შ. როგორც კი სხდომა ჩაინიშნება, ის, რა თქმა უნდა, წარდგება სასამართლოს წინაშე, თუ, რა თქმა უნდა, თავად უარს არ განაცხადებს,”- განაცხადა სარჯველაძემ “ღამის კურიერში” საუბრისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არ მახარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, მაგრამ პასუხი უნდა აგოს – ლევან იოსელიანი
Next post მამუკა წოწერია: 30 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება ღირსეული და „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს