21 სექტემბერს მართმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

Read Time:1 Minute, 45 Second

ღმრთისმშობლობა, gmrtismshobloba, ღმრთისმშობლის შობა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, სექტემბერი, ქველი, qwelly, september

შობამან შენმან, ღვთიმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა; რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, დახსნა წყევა, და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო

      ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა.

ღვთისმშობელი ქალაქ ნაზარეთში იშვა. სახელი მარიამი ანგელოზის მიითებით უწოდეს. მარიამი ებრაულად ქალბატონს, იმედს ნიშნავს.

ღვთისმშობლის მშობლები იოაკიმე და ანა ღვთისმოსავი ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

იოაკიმე იუდას ტომის ჩამომავალი იყო, ანა კი აარონის ტომის ღვთისმსახურ მატატას უმცროსი ასული.

იოაკიმე და ანა ღრმად მოხუცებულობამდე უშვილონი იყვნენ. უშვილობა კი დიდ სირცხვილად და სასჯელად ითვლებოდა.

ერთხელ როცა მსხვერპლის შესაწირად იერუსალიმის ტაძარი ავიდა მღმვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: “უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა.” სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს:”შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი.”

დაღონდა იოაკიმე და სახლის ნაცვლად უდაბნოში განმარტოვდა. 40 დღე და 40 ღამე ცხარე ცრემლებით შესთხოვდა სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.

ქმრის შეურაცხოფის ამბავი როცა გაიგო ანამ ატირდა და შინაურებისთვის თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა.

დაფნის ძირას მჯდარი უფალს სთხოვდა შვილიერებას. ცისკენ აპყრობილმა ბუდე შეამჩნია, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ანამ უფალს შეჰღაღადა: “ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!”

უცებ მის წინაშე ღვთის სნგელოზი წარსდგა და უთხრა: “ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს.”

ღვთისსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა: “ცხოველ არს ღმერთი ჩემი. თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს.”

ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.

ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, და აუწყა: “უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე”.

იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბეჟან წაქაძე: მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი
Next post მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში