იმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი მდინარე ჭიშურაში გადავარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა. მომხდარის დეტალებს ,,აიპრესი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.