2023 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განიხილავენ

Read Time:26 Second

ქვეყნის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს საკანონმდებლო ორგანოში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განიხილავენ. პარლამენტი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მთავრობას შენიშვნებით უკან დაუბრუნებს და პროცესი ამის შემდეგ გაგრძელდება.

მომდევნო წლის ბიუჯეტი 21 302 000 000 ლარით განისაზღვრება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რამაც ბიუჯეტის მატება შესაძლებელი გახდა ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები. ასევე იზრდება განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც. ამასთან, გათვალისწინებულია სამინისტროების, პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსებაც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს და ეს უსამშობლო ადამიანებს არ მოსწონთ
Next post პრემიერი: საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს. ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს,რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი