ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

2017 წელს პროკურატურამ ქალთა მკვლელობის 26 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის 26 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით 14 ფაქტზე) და ქალთა მკვლელობის მცდელობის 15 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით – 12 ფაქტზე), გამოძიება ასევე დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნით ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 5 ფაქტზე.

სახალხო დამცველი ფემიციდის დიდ რაოდენობას კვლავ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკის შეფასების სისტემის არარსებობას უკავშირებს.

ომბუდსმენი წერს, რომ შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაში, რიგ შემთხვევებში, რეაგირების განუხორციელებლობის მიზეზად მსხვერპლის მიერ შეტყობინების გაუქმების ფაქტორია მითითებული. ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი უწყება არ ინტერესდება, რატომ გააუქმა მსხვერპლმა შეტყობინება, ხომ არ დგას შეტყობინების გაუქმების უკან მოძალადის მიმართ შიში ან მისი მხრიდან მუქარა.

„მსხვერპლის თითოეულ მიმართვას სამართალდამცავები განიხილავენ როგორც ცალკე აღებულ შემთხვევას და ოჯახში ძალადობის სისტემატურ და განგრძობად ხასიათს არ ითვალისწინებენ. ყურადსაღებია ფემიციდის ის შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, მსხვერპლს მათთვის დასახმარებლად არ მიუმართავს. საქართველოს სახალხო დამცველის საქმისწარმოების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა ითქვას, რომ ამის მიზეზია სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობა, ძალადობის გაძლიერების შიში და დაურწმუნებლობა არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმების ეფექტიანობაში, “- ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში.

შსს ბოლო სამი თვის სტატისტიკის თანახმად, უწყებამ ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა, სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი შარაშიძე – ყულევის პორტი სასანქციო სიაში იყო, ეს ადასტურებს, რომ საფუძვლები არსებობდა, საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდების ადგილი არ უნდა გახდეს

კარგია, რომ ყულევის პორტი სასანქციო სიაში არ არის, მაგრამ ვაღიაროთ ისიც, რომ ამ სიაში არსებობა მიუთითებს, რომ ამის საფუძველი არსებობდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისივე თქმით, ფაქტი, რომ ყულევი სასანქციო სიაში იყო და საქართველოს მიმართ მოთხოვნები უმკაცრესია, იმას ადასტურებს, რომ ამის საფუძვლები არსებობდა.„სამწუხაროდ, სასანქციო სიაში იყო. შესაბამისად, „ოცნების“ კამპანია, რომ ევროკავშირს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა სასანქციო პაკეტში პორტის შეყვანის, ცრუ კამპანიაა. რატომ იყო სიაში? გარკვეული საფუძველი იყო, რომ ამ სიაში ყოფილიყო. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ გახდეს რუსეთის სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა. კარგია, რომ ყულევის პორტი სასანქციო სიაში არ არის, მაგრამ ვაღიაროთ ისიც, რომ ამ სიაში არსებობა მიუთითებს, რომ ამის საფუძველი არსებობდა. პირდაპირი გაფრთხილებაა და შეგვიძლია, ეს ბოლო გაფრთხილებად მივიღოთ, რომ საქართველომ სანქციების საკითხი უნდა გააკონტროლოს. ფაქტი, რომ სასანქციო სიაში იყო და საქართველოს მიმართ მოთხოვნები უმკაცრესია, იმას ადასტურებს, რომ ამის საფუძვლები არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდების ადგილი არ გახდეს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

ესპანეთმა ისრაელიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთმა ისრაელიდან თავისი ელჩი გაიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.როგორც მედია იუწყება, ესპანეთის მთავრობამ ისრაელში თავისი ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ცნობით, თელ ავივში ესპანეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს.

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა

გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ფაშინიანის თქმით, სომხეთი ითხოვს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს და ამის მოლოდინი აქვს.„სომხეთში ბევრი ადამიანი კითხულობს, როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი. ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია. ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და, უპირველეს ყოვლისა, ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები. როდესაც ეს მოხდება, არსებობს ორი გზა – ან ევროკავშირი მიგვიღებს, როგორც სრულუფლებიან წევრს, ან – არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მესმის, ევროკავშირის გაფართოება, ახალი წევრის მიღება მარტივი საკითხი არ არის, ეს ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების საკითხია. ევროკავშირი თუ მიიღებს სომხეთს, როგორც სრულუფლებიან წევრს, ეს შესანიშნავი იქნება. ეს ასე თუ არ მოხდება, ჩვენ მაინც მივიღებთ სარგებელს, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. თუმცა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. ჩვენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა. ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობილია თელავში დაღუპული ორსულის ვინაობა – რა დეტალებია ცნობილი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა.სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ვერც ნაყოფის გადარჩენა.„ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა და დაიღუპა. როგორც ვიცი, სახლში იყო და შეტევა მაგ დროს განვითარდა“, - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო.მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ბოლო სიახლეები