2017 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა შემცირდა

Read Time:31 Second

2017 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა შემცირდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს სატრანსპორტო დარგები 41,5 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, მაშინ როცა 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 42,3 მლნ ტონა შეადგინა.

2017 წლის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციით 32 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2016 წელს გადაზიდულზე 0,9 მლნ ტონი ნაკლებია. გასულ წელს გაიზარდა საავტომობილო დარგებით ტვირთის გადაზიდვა, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 30,7 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 30,4 მლნ ტონა შეადგინა.

სატრანსპორტო დარგებიდან ყველაზე მეტი კლება რკინიგზაზე დაფიქსირდა. 2017 წელს საქართველოს რკინიგზა 10,7 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 11,9 მლნ ტონას შეადგენდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის ვადა ამოიწურა
Next post საფრანგეთში ქართული ქვევრის ღვინის კულტურას გაეცნენ