ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

2017 წელს პროკურატურამ ქალთა მკვლელობის 26 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის 26 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით 14 ფაქტზე) და ქალთა მკვლელობის მცდელობის 15 ფაქტზე (მათ შორის ოჯახური დანაშაულის ნიშნით – 12 ფაქტზე), გამოძიება ასევე დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნით ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის 5 ფაქტზე.

სახალხო დამცველი ფემიციდის დიდ რაოდენობას კვლავ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკის შეფასების სისტემის არარსებობას უკავშირებს.

ომბუდსმენი წერს, რომ შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაში, რიგ შემთხვევებში, რეაგირების განუხორციელებლობის მიზეზად მსხვერპლის მიერ შეტყობინების გაუქმების ფაქტორია მითითებული. ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი უწყება არ ინტერესდება, რატომ გააუქმა მსხვერპლმა შეტყობინება, ხომ არ დგას შეტყობინების გაუქმების უკან მოძალადის მიმართ შიში ან მისი მხრიდან მუქარა.

„მსხვერპლის თითოეულ მიმართვას სამართალდამცავები განიხილავენ როგორც ცალკე აღებულ შემთხვევას და ოჯახში ძალადობის სისტემატურ და განგრძობად ხასიათს არ ითვალისწინებენ. ყურადსაღებია ფემიციდის ის შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, მსხვერპლს მათთვის დასახმარებლად არ მიუმართავს. საქართველოს სახალხო დამცველის საქმისწარმოების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა ითქვას, რომ ამის მიზეზია სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობა, ძალადობის გაძლიერების შიში და დაურწმუნებლობა არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმების ეფექტიანობაში, “- ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში.

შსს ბოლო სამი თვის სტატისტიკის თანახმად, უწყებამ ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა, სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისიის ანგარიში: ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, FARA და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე

საქართველო ჩამოქვეითდა გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ადრეული მომზადების ეტაპიდან ადრეული მომზადების ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის პოზიციამდე, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.„საანგარიშო პერიოდში მეორე წელია, რაც უკუსვლა დაფიქსირდა. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია“ – ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური.„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. გრიპი ჯერ საქართველოში არ არის, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წელს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა“, - აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.მისივე თქმით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება.

„შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე ლაშიკო…“ – სალომე ბაკურაძე ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს

ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს. სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. პოსტს უამრავი ადამიანი ეხმიანება და არ წყდება სამძიმრის ტექსტები მომღერლისთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან.რესტორან „ქვევ­რის“ მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

დევიდ ბექჰემი რაინდი გახდა

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. საზეიმო ცერემონიაზე ბერკშირში გაიმართა. 50 წლის ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს ამ მიღწევით.„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტი ვარ - მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ხალხი ჩვენს მონარქიაზე მესაუბრება. ეს სიამაყით მავსებს“, - განაცხადა ბექჰემმა.პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.

მარტა კოსი – საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი

ევრკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს გაფართოების პროცესში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშები წარუდგინა.მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია მკვეთრად დამძიმდა.„კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლა ამ დონემდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი და უპასუხოს მოქალაქეთა ევროპული მომავლის მოთხოვნას. ევროპული საბჭოს ბოლო წლების დასკვნების თანახმად, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი და მას შემდეგ ქვეყნის მიერ დემოკრატიული საფუძვლების დარღვევის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა მარტა კოსმა.ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

ბოლო სიახლეები