შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად 2017 წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 და სექსუალური ნიადაგზე ძალადობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის – 990, ეკონომიკური ძალადობის- 143, იძულების – 97, ხოლო უგულებელყოფის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.
შსს-ს სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის ყველაზე მცირე შემთხვევა სექსუალურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობაა. 9 შემთხვევიდან 3-3 თბილისსა და ბათუმში, 2 კახეთში, ხოლო ერთი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა.