2017 წელს კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში დაკანონდა ერთნაირსექსიანთა ქორწინება – მამუკა მდინარაძე

Read Time:51 Second

როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში განაცხადა, სადაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართება.

„ქუთაისში ხშირად გვიწევს ქუთაისელებთან შეხვედრა და ამ ბოლო დროს, აქტუალური თემები, იცით თქვენ რაც არის. ბევრი არ გვახსენდება უფრო ძველი ევროპული ქალაქი, ვიდრე ქუთაისია და დიდი პატივისცემით მივესალმები თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთაისელს. აქტუალური საკითხებიდან ამ ბოლო დროს, როგორც ბატონმა შალვამ [პაპუაშვილმა] ბრძანა, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს. მაშინ, როდესაც 2017 წელს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ ამაზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ ევროპის, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ქართული ოცნების” ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება
Next post ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს მხილებული – ანრი ოხანაშვილი ელენე ხოშტარიაზე