2017 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა შემცირდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს სატრანსპორტო დარგები 41,5 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, მაშინ როცა 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 42,3 მლნ ტონა შეადგინა.
2017 წლის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციით 32 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2016 წელს გადაზიდულზე 0,9 მლნ ტონი ნაკლებია. გასულ წელს გაიზარდა საავტომობილო დარგებით ტვირთის გადაზიდვა, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 30,7 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 30,4 მლნ ტონა შეადგინა.
სატრანსპორტო დარგებიდან ყველაზე მეტი კლება რკინიგზაზე დაფიქსირდა. 2017 წელს საქართველოს რკინიგზა 10,7 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 11,9 მლნ ტონას შეადგენდა.