გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მისი გამოსვლის გადადების მიზეზები განმარტა

Read Time:37 Second

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტში მისი გამოსვლა ინტენსიური საერთაშორისო დღის წესრიგის გამო გადაიდო. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალიან მალე დაიწყებს პარლამენტთან.

„როგორც წესი, ეს არის პირველი სასესიო კვირა. თუმცა, სავალდებულო არ არის, რომ პირველი კვირა იყოს. საქმე ის არის, რომ ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიური საერთაშორისო დღის წესრიგი გვაქვს. რამდენიმე დღეში ჩემი ვიზიტია სხვადასხვა ქვეყნებში, შემდეგ სხვა ქვეყნების ვიზიტები გვაქვს. პარლამენტში ჩემი გამოსვლა სწორედ ამიტომ გადაიდო. აქ არავითარი ინტრიგა არ არის. ძალიან მალე დავიწყებთ კონსულტაციებს პარლამენტთან და ჩამოვყალიბდებით თარიღზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ხომ არ დაელოდება გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის თარიღის დანიშვნამდე, პარლამენტის გადაწყვეტილებას „მაუწყებლობის შესახებ კანონზე“ ვეტოსთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარლამენტში  გამოსვლა ამ თემას არ უკავშირდება.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი
Next post მაიას ტომების უცნობი ქალაქები აღმოაჩინეს