19 თებერვალს პარლამენტში თეა წულუკიანს მოუსმენენ

Read Time:26 Second

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს 19 თებერვალს პარლამენტში მოუსმენენ.

წულუკიანი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის 2013-2017 წლების ანგარიშს წარადგენს.  ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი ისაუბრებს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხებზე, ასევე არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

მმართველი გუნდი „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ამზადებს, რომელიც ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს.

კერძოდ, ახალი კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად აღარ დაკარგავს, თუმცა მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესი ორგანულმა კანონმა უნდა განსაზღვროს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დოდო გუგეშაშვილმა თავდასხმის დეტალები გაიხსენა
Next post საზოგადოებრივის კანონპროექტზე და პრეზიდენტის ვეტოზე უმრავლესობა ხვალ იმსჯელებს