პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას ეხმიანება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპი დაცული იყოს, რომელიც ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში არის, რომელიც ითვალისწინებს დაუნდობელ ბრძოლას რეალიზატორების მიმართ, ხოლო მომხმარებლების მიმართ მაქსიმალურად ჰუმანური დამოკიდებულების გამოჩენა ხდება. თუკი პრეზიდენტის ინიციატივა ამ ჩარჩოებში ჯდება, მას მივესალმები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა იმ მომხმარებლებზე იყოს მიმართული, რომლებსაც მცირე ოდენობის მოხმარებაზე აქვთ ესა თუ ის სასჯელი მისჯილი. რაც შეეხება რეალიზატორებსა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების ფლობას, ჩვენი პროექტი დიდ სასჯელებს ითვალისწინებს და იმედია, ინიციატივა ამ ნაწილს არ ეხება”, – თქვა ლევან კობერიძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება და მასში ცვლილებები შედის ცვლილება შეეხება ნარკოტიკული და სამოხელეო/ეკონომიკური დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს.