სამშაბათი, ივლისი 7, 2026

16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად “დამატებით ზომებზე” იმსჯელებს

16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად “დამატებით ზომებზე” იმსჯელებს. განცხადებას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარიატი აქვეყნებს.

ტექსტში წერია, რომ ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და მმართველ გუნდს ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, სწორედ “ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა გამოიწვია. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ, ევროპულ მისწრაფებებს, სოლიდარობას უცხადებს”, – ვკითხულობთ ევროკავშირის პრესპიკერის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ასოცირებული პროფესორი ოლღა სესკურია, საერთაშორისო პროექტის – „გეომემკვიდრეობის ინვენტარიზაცია, ელექტრონული გზამკვლევი და მობილური აპლიკაცია მდგრადი ტურიზმისთვის (სომხეთი და საქართველო)“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, პროექტის დონორია საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდი (IVF), პროექტის გენერალურ კოორდინატორად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU) გვევლინება, ხოლო ევროპული პარტნიორები არიან სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (SUT, პოლონეთი) და ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი (TUO, ჩეხეთი). ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ, სომხეთიდან (YSU): ასოცირებული პროფესორები გორ ალექსანიანი და სეირან სუვარიანი და პროფესორები კშიშტოფ ლაბუსი, მალგოჟატა ლაბუსი (პოლონეთი), მარტინ კლემპა და პეტრ სკუპიენი (ჩეხეთი).სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ ფოფორაძის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის გეომემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაციას, მათი პოპულარიზაციისთვის ელექტრონული გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის შექმნას, ასევე მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების გზით. „პოლონეთსა და ჩეხეთში განხორციელებული სამუშაო-სასწავლო ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, გაგვეზიარებინა გამოცდილება და გაგვეცნო ევროპელი პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკა გეომემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს საქართველოში გეომემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაციის პროცესის სრულყოფას, თანამედროვე ციფრული რესურსების – ელექტრონული გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის – შექმნას, ასევე საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ისე ქვეყნისთვის, რადგან მსგავსი პროექტები აძლიერებს სამეცნიეროთანამშრომლობას, ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას და საქართველოს გეოლოგიური მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას“, - აცხადებს ნოდარ ფოფორაძე. სტუ-ის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები გაეცნენ პოლონეთისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებში არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და უნივერსიტეტების სამეცნიერო სივრცეებს. პროგრამის ფარგლებში მოეწყო გასვლითი ტურები უნიკალურ გეოტურისტულ ობიექტებზე, როგორიცაა „დედოფალ ლუიზას ქვანახშირის მაღარო“ (ზაბჟე, პოლონეთი) - ყოფილი მაღარო, რომელიც დღეს ინოვაციურ ტურისტულ სივრცედაა ქცეული. „ლანდეკ პარკი“ (ოსტრავა, ჩეხეთი) - ყოფილი მაღაროს ბაზაზე შექმნილი წარმატებული მუზეუმი და რეკრეაციული ცენტრი. პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მომდევნო ეტაპები, მათ შორის ივლისის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და სომხეთში, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური მემკვიდრეობის 15 ობიექტი გამოიკვლევა. თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა მუზეუმებს შორის მინერალების კოლექციების გაცვლა, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები, ხოლო 2027 წლის ხელახალი აკრედიტაციისთვის, „გეოლოგიის“ სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სასწავლო კურსები განახლდება, დაიხვეწება და დაემატება ახალი თანამედროვე მოდულები.

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე აღავლენს.ღვთისმსახურებაში სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებიც მონაწილეობენ.წირვას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი იყო და პატრიარქის რანგში ის პირველ წირვას აღავლენს ეპარქიაში.

რონალდუს უკანასკნელი ტანგო მუნდიალზე – პორტუგალიის ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მას მეტოქე გუნდის 18 წლის შემტევი ლამინ იამალი გადაეხვია. როგორც ადრე კრიშტიანომ თქვა, ეს მუნდიალებზე მისი ბოლო მატჩი იყო.მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა - საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი 2006 წელს.41 წლის კრიშტიანომ ტურნირის ისტორიაში 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა.რონალდოს ანგარიშზე 2026 წლის მუნდიალზე 3 გოლია - 2 უზბეკეთთან და 1 პენალტით ხორვატიასთან.კრიშტიანომ დაწყებული ევრო 2004-დან ეროვნულ გუნდთან ერთად 15 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა - ერთხელ ევროპირველობა, ორჯერ კი ერთა ლიგა მოიგო.გადავავლოთ თვალი პორტუგალიელი ვარსკვლავის,თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდის კრიშტიანუ როლანდუს ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტს:„ბავშვობა სიღარიბეში და მიზანი გამარჯვებამდე“რონალდუ ხშირად იხსენებს, რომ 11 წლის ასაკში სახლიდან წავიდა, თავად რეცხავდა და აუთოებდა ტანსაცმელს, ენატრებოდა ოჯახი და ბევრჯერ უტირია. მისი თქმით, სწორედ ამ სირთულეებმა ასწავლა, როგორ გაეძლო ზეწოლისთვის„მამა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას...“რონალდუს მამა, ჟოზე დინის ავეირუ, 2005 წელს გარდაიცვალა, როდესაც კრიშტიანუ მხოლოდ 20 წლის იყო. ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ ყველაზე მეტად ის სტკივა, რომ მამამ ვერ ნახა მისი ოქროს ბურთები, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფები და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ქცევა.

გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ბახუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.ამავე დოკუმენტის მიხედვით, მან ეს თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა.

მილიონობით ამაყი ირანელი ერთიანობის ნიშნად შეიკრიბა. ვერც ისინი და ვერც ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები ვერანაირმა მუქარამ ვერ შეაშინა – აბას არაღჩი

"საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება, თუ მუქარები გაგრძელდება", - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და აშშ-ს მოუწოდებს, პატივი სცენ ურთიერთგაგების მემორანდუმზე საკუთარ ხელმოწერას."მილიონობით ამაყი ირანელი ერთიანობის ნიშნად შეიკრიბა, რათა პატივი მიეგო დიდი აიათოლა ხამენეისთვის და მისი მემკვიდრეობისთვის. ვერც ისინი და ვერც ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები ვერანაირმა მუქარამ ვერ შეაშინა.ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-13 პუნქტი ნათლად განსაზღვრავს: საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება, თუ მუქარები გაგრძელდება. პატივი ეცით თქვენს ხელმოწერას", - აცხადებს არაღჩი.

ბოლო სიახლეები