კვირა, მარტი 1, 2026

15 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

სასკოლო პროგრამის ათვისება ბავშვებისგან მაღალ გონებრივ აქტივობას მოითხოვს. თანაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, ამიტომ ვიტამინები და ენერგიის წყარო ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
რით შეგვიძლია მშობლებს ამ დროს ბავშვის ორგანიზმს შევეშველოთ? იმისათვის, რომ სასწავლო პროცესმა მათთვის ადვილად ჩაიაროს, აუცილებელია დღის რეჟიმის ორგანიზება და ბავშვის მენიუს სასარგებლო საკვებით გაჯერება. გთავაზობთ 15 ყველაზე სასარგებლო პროდუქტს, რომლებიც გონებას სასწავლო მასალის ათვისებაში დაეხმარებიან.

1. თევზი
უკეთესია, თუ მოხარშულს მიირთმევს. შესანიშნავი ენერგიის წყაროა და კარგად მოქმედებს ტვინზე. თევზზე უარის თქმამ შეიძლება მეხსიერების პრობლემებიც გამოიწვიოს.

2. ხორცი

ხორცში შემავალ ცილებს ვერაფერი შეცვლის. ქათმის, ძროხის, ბატკნის, თიკნისა და ღორის ხორცი კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს.

3. კვერცხი
კვერცხში შემავალი ნივთიერებები გონების კონცენტრაციისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა ეს პროდუქტიც ჯობია, რომ მოხარშული მიიღოთ, რადგან შეწვის შემთხვევაში ქოლესტერინის დონე მატულობს.

4. წყალი
მართალია, ისედაც ყველა სვამს ყოველდღე, მაგრამ აქ დღიურ ნორმაზეა საუბარი. მოსწავლეს დღეში 1-1,5 ლიტრი სითხე სჭირდება. ამაში გაზიანი სასმელები, ჩაი და ყავა არ იგულისხმება.

5. წითელი წიწაკა და სუნელები
ბრიტანეთში წითელი წიწაკა სასკოლო ასაკისთვის საუკეთესო პროდუქტად დაასახელეს. თუმცა რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ.

6. კარტოფილი

მასში

შემავალი სახამებელი გონებრივ აქტივობას უწყობს ხელს. სახამებელი გლუკოზად გარდაიქმნება, რაც ადამიანს ენერგიას მატებს.

7. ნიორი

გარდა იმისა, რომ ტვინს ჟანგბადით ამდიდრებს, ამავე დროს შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაა. ამაგრებს იმუნიტეტს. დღეში 2 კბილი ნიორი ვირუსს შანს არ დაუტოვებს. სუნის გასაქრობად კი ბავშვს ოხრახუშის ღერი დააღეჭინეთ.

8. ბროკოლი
მას მოსწავლეების მეგობარსაც ეძახიან, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს ტვინის მკვებავს – ვიტამინ k-ს. საერთოდ, კომბოსტოს გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანებისთვის სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ.

9. რძის პროდუქტები

ამარაგებს ორგანიზმს კალცით. სასკოლო ასაკის ბავშვისთვის რძის დღიური ნორმა 500 მილილიტრია.

10. ნაღების კარაქი
ქოლესტერინით შეშინებული დიასახლისები მას გამუდმებით ზეთით ანაცვლებენ. ეს კი სწორი არ არის, მასში შემავალი ცხიმი ტვინისთვის სასარგებლოა. უბრალოდ, სწორად უნდა გამოიყენოთ – მასში შეწვა დაუშვებელია, არც დიდი რაოდენობითაა სასარგებლო.

11. კაკალი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თხილი და კაკალი გონების პირველი სტიმულატორები არიან. ძალიან კარგად მოქმედებენ მეხსიერებაზე.

12. როზმარინი 
ეს მწვანილი ბავშვებს მეხსიერებას უუმჯობესებს.

13. ყურძენი

განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ყურძენი. ის ტვინის უჯრედების კვებას უზრუნველყოფს.

14. ლიმონი
დაძინებამდე გარკვეული დროით ადრე დალეული ლიმონიანი ჩაი მეხსიერებისთვის სასარგებლოა.

15. თაფლი
ამაღლებს იმუნიტეტს და მეხსიერების წყაროა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

1-ლი ივლისიდან ქვეყანაში ახალი კანონი ამოქმედდება

პირველი ივლისიდან თბილისში შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესები მკაცრდება. განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას დაეთმობა. გაკონტროლდება ცხოველის გასეირნების წესები. იკრძალება საბელის ან ალიკაპის გარეშე ცხოველის ტარება სკვერებში, ტრანსპორტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჯარიმა 150 ლარია. დადგენილება დედაქალაქის საკრებულომ უკვე მიიღო.ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციის მიზნით, მეპატრონეს მკაცრად მოეთხოვება იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესის დაცვა. ეს პროცესი ცხოველისთვის ჩიპის ჩადგმას და ერთიან ბაზაში აღრიცხვას გულისხმობს. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 500 ლარით დაჯარიმდებიან. წესი ვრცელდება მიკედლებულ ცხოველებზეც. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა შესაბამის დაწესებულებას უნდა მიმართონ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცხოველის რეგისტრაცია ამარტივებს მეპატრონის იდენტიფიცირებას სხვადასხვა შემთხვევაში, მათ შორის ცხოველის მიერ მოქალაქის დაკბენის ან კერძო ქონების დაზიანების დროს.სათანადო კვება, გეგმიური ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში დროული სამედიცინო დახმარება - რეგულაციები მეპატრონეს ცხოველის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დაცვასაც ავალდებულებს. სიახლეა მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებთათვისაც - თუ პირი 3-ზე მეტი ცხოველის აყვანას დააპირებს, მას მეზობლების თანხმობა დასჭირდება. მიზანი ხმაურისა და უსიამოვნო სუნის პრობლემების შემცირებაა.თბილისში ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესები 2015 წლიდან მოქმედებს და პერიოდულად იცვლება. რეგულაციების ძირითადი მიზანი მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა.

დონალდ ტრამპი – შემიძლია, პროცესი გავახანგრძლივო, ან ორ-სამ დღეში დავასრულო და ირანელებს ვუთხრა: თუ ბირთვული და სარაკეტო პროგრამების აღდგენას დაიწყებთ, რამდენიმე წელიწადში ისევ შევხვდებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მოქმედების რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყნის „დაპყრობის“ გრძელვადიანი მცდელობა.„შემიძლია, პროცესი გავახანგრძლივო და ყველაფერი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოვაქციო, ან ეს ორ-სამ დღეში დავასრულო და ირანელებს ვუთხრა: თუ თქვენი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების აღდგენას დაიწყებთ, რამდენიმე წელიწადში ისევ შევხვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თავდასხმისგან გამოჯანმრთელებას რამდენიმე წელი დასჭირდება“, – განცხადა ტრამპმა „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების ორი ძირითად მიზეზად აშშ-ირანის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა და ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თეირანის ქმედებები დაასახელა.„ირანელები მიუახლოვდნენ და შემდეგ უკან დაიხიეს, ისევ მიუახლოვდნენ, შემდეგ უკან დაიხიეს. აქედან მივხვდი, რომ მათ სინამდვილეში შეთანხმება არ სურთ. მე ვხედავდი, რომ ყოველთვიურად ისინი რაღაც ცუდს აკეთებდნენ, რაღაცას აფეთქებდნენ ან ვინმეს კლავდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, აშშ-ისრაელის ოპერატიული გეგმა მასშტაბური დაბომბვის კამპანიას მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში ითვალისწინებს. თუმცა, როგორც დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს ვადები ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მათ შორის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ბედზე იქნება დამოკიდებული.

ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„63 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული სასულიერო პირი, 7 შვილის მამა, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.ამქვეყნად შედარებით ხანმოკლე მყოფობის მიუხედავად, მან ძალიან ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო და ღრმა კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში. იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყო ღვთისმსახური, მაგრამ, ამავე დროს, სამშობლოს ღირსეული მსახურიც. რაც, განსაკუთრებით, მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნვაში გამოიხატა.სპეციალობით პედიატრი, ბავშვების სულიერ მკურნალადაც იქცა, -ფასდაუდებელია მისი შრომა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნების საქმეში (როგორც თანამდეროვე, ისე ძველქართული ანბანების გამოყენებით) და აღზრდის თემასთან დაკავშირებულ არაერთ სხვა საქმიანობაში.თბილისში თუ პეტერბურგში, ვისთანაც კი მამა კონსტანტინეს შეხება ჰქონია, ყველა გლოვობს პატიოსან, პატრიოტ, გონიერ და მზრუნველ სულიერ მამასთან განშორებას; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ კონსტანტინეს უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრევლსა და გულშემატკივართ მომადლოს შინაგანი სიმტკიცე და მისთვის ლოცვის ძალა.“ - წერს ილია მეორე.

ისრაელური მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ცხედარი ირანის ხელისუფლებამ თეირანში, ხამენეის რეზიდენციის ნანგრევებში აღმოაჩინა.ისრაელმა ხამენეის რეზიდენციაზე მძლავრი დარტყმა დღეს დილით, ირანზე განხორციელებული თავდასხმების პირველივე ტალღის დროს მიიტანა.აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეხიელ ლაიტერმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ.აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-თან საუბრისას ადასტურებს ინფორმირებული წყარო, რაც ასევე ემთხვევა საინფორმაციო პორტალ Axios-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს.ამ დროისთვის ირანის ოფიციალური მხარე მომხდარზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გავრცელებული კადრები და დიპლომატიური არხებით მიწოდებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ისრაელის ოპერაციამ დასახულ მიზანს მიაღწია.

ტრამპი: ირანის ლიდერების დიდი ნაწილი ცოცხალი აღარ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია ABC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ირანს უკვე „ძალიან დიდი ზიანი“ მიაყენა.ტრამპის თქმით, ირანის ხელმძღვანელობის „დიდი ნაწილი აღარ არის“, თუმცა აღნიშნა, რომ სრული სურათი ჯერ უცნობია. „ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ მისი დიდი ნაწილი აღარ არსებობს,“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები