13 კაცი და ქალი, რომელსაც პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები აქვს — კობახიძე NGO-ებზე

Read Time:28 Second

13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ელიტურ კორუფციასა და სასამართლოს კლანურ მმართველობაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს.

“ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”, — ასე უპასუხა კობახიძემ არასამთავრობოების კრიტიკას არჩევანის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოებასთან კავშირი არ აქვთ და მესამე სექტორი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს.

პირველ ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მძიმე კრიზისია და ამაზე სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზირება და პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე მიუთითებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post NGO-ები: არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და ხელშეუხებლობით სარგებლობენ
Next post დე, როდის მოხვალ?