12 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

Read Time:3 Minute, 13 Second

ბზობის დღესასწაული წელს 12 აპრილს აღინიშნება.

ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და მადლი! უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი!

მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის დღესასწაული აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.

ეს არის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

ბზობა მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტები მზის ამოსვლამდე უნდა მოიჭრას. მოჭრილ ტოტებს აკურთხებებ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას იგი სახლებში მიაქვთ.

ქრისტიანულ სამყაროში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა და დამკვიდრდა. ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლას ზეიმობენ.

ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ხა­რულ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ დღეს მა­ცხო­ვა­რი იე­რუ­სა­ლიმ­ში შებ­რძან­და. ხალ­ხი მას მი­ე­გე­ბა, რო­გორც გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელს, მხსნელს და მე­უ­ფეს. გზა­ზე უფენ­დნენ პალ­მის, ბზის რტო­ებს, ბევ­რი სა­კუ­თარ სა­მოს­საც უფენ­და.

ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა წევს. მას ხატების გვერდით აწყობენ მთელი წლის განმავლობაში და მიიჩნევენ, რომ იგი ოჯახს უბედურებისგან იცავს.

მა­ცხო­ვა­რი როცა შე­ვი­და იე­რუ­სა­ლიმ­ში, ჩვი­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც ჯერ მე­ტყვე­ლე­ბა არ შე­ეძ­ლოთ, ღა­ღა­დებ­დნენ: „ოსა­ნა, ძესა ღვთი­სა­სა, დი­დე­ბა მე­უ­ფეს ის­რა­ე­ლი­სას!” ფა­რი­სევ­ლე­ბი კი ამ დროს მა­ცხო­ვარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: უთხა­რი ამათ, რომ და­დუმ­დნენ, ქე­ბის სი­ტყვე­ბი არ თქვა­ნო. მა­ცხო­ვა­რი კი პა­სუ­ხობ­და: ესე­ნი შე­იძ­ლე­ბა და­დუმ­დნენ, მაგ­რამ მათ მა­გივ­რად ქვე­ბი და­ი­წყე­ბენ ღა­ღადსო.

ბზო­ბა მხო­ლოდ ნა­კურ­თხი ბზის სახ­ლში წა­ღე­ბა არ არის, ადა­მი­ან­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს მთა­ვა­რი არსი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ამ დღე­სას­წა­უ­ლი­სა.

ამ დღეს იკი­თხე­ბა ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ტრო­პარ-კონ­და­კი.

ტრო­პა­რი:

ყო­ველ­სა აღ­დგო­მა­სა პირ­ველ ვნე­ბი­სა შე­ნი­სა­სა მო­ას­წა­ვებ­დი, ამის­თვის­ცა მე­გო­ბა­რი შენი ლა­ზა­რე მკუდ­რე­თით აღად­გი­ნე, ქრის­ტე ღმერ­თო, რომ­ლი­სათ­ვის ჩუ­ენ­ცა, ვი­თარ­ცა შვილ­ნი ებ­რა­ელ­თა­ნი, შევ­წი­რავთ შენ­და ძლე­ვი­სა გა­ლო­ბა­სა, რო­მელ­მან დას­თრგუ­ნე სი­კუ­დი­ლი: ოსა­ნა მა­ღალ­თა შინა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

დაფ­ლულ­ნი შენ თანა ნათ­ლის­ღე­ბი­თა, ქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­ე­ნო, უკ­ვდავ­სა ცხოვ­რე­ბა­სა ღირს ვიქ­მნე­ნით აღ­დგო­მი­თა შე­ნი­თა და სი­ხა­რუ­ლით ეს­რეთ ვღა­ღა­დებთ: ოსა­ნა მა­ღალ­თა შინა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

კონ­და­კი:

ზე­ცა­თა შინა საყ­დარ­თა, კი­ცუ­სა ქუ­ე­ყა­ნა­სა ზედა მჯდო­მა­რე­მან, ქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­ე­ნო, ან­გე­ლოზ­თა ქე­ბაი დღეს და ყრმა­თა გა­ლო­ბაი ზო­გად შე­ი­წი­რე, რო­მელ­ნი გა­ლობ­დეს: კურ­თხე­ულ ხარ, რო­მე­ლი მო­ხუ­ედ ცხო­რე­ბად და გა­ნახ­ლე­ბად, მხსნე­ლო ადა­მი­სო, ვი­თარ­ცა კაცთ-მო­ყუ­ა­რე ხარ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ადამიანი საქართველოდან
Next post 12 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში