​კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, თუმცა დადგინდა ვესტიბულოპათია. რას ამბობს ექიმი მერის მდგომარეობაზე

Read Time:45 Second

თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კარდეოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

მისივე თქმით, კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

„ბატონი კახის დიაგნოზი, ვესტიბულოპათია განპირობებულია მისი დაძაბული სპორტული წარსულითა და ახლანდელი დაძაბული რეჟიმით. ესაა პათოლოგია, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის ერთ-ერთი მკვებავი სისხლძარღვის გარდამავალი დარღვევებით. ეს არანაირად არ საჭიროებს ქირურგიულ კორექციას. მკურნალობა გრძელდება. არის გამოკვეთილი, დადებითი ეფექტი. ბატონი მერი თავს კარგად გრძნობს და ალბათ, უახლოეს დღეებში დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს“ – ამბობს ანგეოლოგი მამუკა ბოკუჩავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოვა
Next post თენგიზ ცერცვაძე: წლის ბოლომდე რომ მოსახლეობის 60-65% ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი, ამჟამად კი სულ 4300 გვყავს აცრილი