Სტომატოლოგია, ლექტორობა, პანდემია, ხელოვნება-ირმა ხუჯაძის უცნობი მხარე

Read Time:38 Second

Ქუთაისის ერთ-ერთ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში, სტომატოლოგთან ვიზიტზე მისული, მივადექი კაბინეტს, რომელსაც აწერია: მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირმა ხუჯაძე. Შესვლას ვაპირებდი, რომ გამაოცა არაჩვეულებრივმა მომსახურეობამ და პანდემიის პირობებში დაცულმა წესებმა. Შემმოსეს ბახილებით, ერთჯერადი გამოყენების ხალათით და ქუდით. Აი ასე შემიშვეს სტომატოლოგიურ კაბინეტში და მომათავსეს სავარძელზე. Მანამ, სანამ ქალბატონი ირმა პროცედურას დაიწყებდა, ჩემი ყურადღება მიიპყრო მის მაგიდაზე მოთავსებულმა ხელნაკეთმა ნივთმა. Მითხრა, რომ მისი ნამუშევარია და ასეთი ნამუშევრები მრავლადაა მის სახლში. Ჩემი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სახლში დაპატიჟებაც მივიღე და ვესტუმრე ერთ მშვენიერ დღეს. Ვეზიარე მის შემოქმედებას და აღფრთოვანებული დავრჩი. Ისიც აღმოვაჩინე, რომ თურმე მას მუსიკალური ნიჭიც აქვს და მშვენივრად უკრავს ფორტეპიანოზე, გიტარაზე და მღერის. Აი , ასე ჩვეულებრივად ახერხებს არაჩვეულებრივი ქალბატონი შეასრულოს თავისი საქმე სამსახურში პაციენტებთან, უნივერსიტეტში სტუდენტებთან, მეგობრებთან, ოჯახში – მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან. Მარტოდ ყოფნის დროს კი ხელოვნებასთან.

ავტორი: ნათია მიქელაძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: სამართლის აღსრულებაზე უარს ვერასდროს ვიტყვით
Next post ტყიბულელმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ თელ-ავივის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა