ჰუბერტ ქნირში – უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა იყო, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება

Read Time:33 Second

 უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა იყო, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება, – განუცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუკი მათი გათავისუფლება არ იყო 8 მარტის შეთანხმების საგანი, რატომ მიესალმნენ ამ ფაქტს შუამავალი ელჩები. „რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების დროს, პოლიტიკური დიალოგის დროს, 8 მარტამდე ყველა ეს სახელი იყო ნახსენები. ისინი იყვნენ იმ შეშფოთების ნაწილი, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები გამოხატავდნენ. უნდა ითქვას, ეს არის შეწყალება და არა გათავისუფლება. შეწყალება არის ის, რაც შეიძლება კანონიერად მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა. ასე დავინახეთ ჩვენ ის და ასე მიველსალმნეთ ამას“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა. ამასთან, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ქართული მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვნებს ადამიანურად ეპყრობა
Next post თეა წულუკიანმა ირმა ნადირაშვილს მიმართა – მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც, არამცთუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ