ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელიც ისრაელს გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, საგანგებო ზომების მიღებას ავალდებულებს

Read Time:30 Second

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 17 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ, ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო.

სასამართლოს დადგენილებაში საგანგებო ზომებია ჩამოთვლილი, რომელიც ისრაელს გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, ავალდებულებს:

თავიდან აირიდოს ისეთი ქმედებები, რომელიც იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ მენტალურ თუ ფიზიკურ ზიანს აყენებს პალესტინელებს. ეს ქმედებები მითითებულია გენოციდის კონვენციის შესახებ მეორე მუხლში.

უზრუნველყოფს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ ზემოხსენებულ აქტებს.

აღკვეთოს და დასაჯოს ნებისმიერი პირდაპირი თუ საჯარო წაქეზება გენოციდისკენ.

უზრუნველყოს ღაზაში მყოფი პალესტინელებისთვის გადაუდებლად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება და ძირითადი სერვისები.

აღკვეთოს განადგურების ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია გენოციდის აქტების ბრალდებებთან.

სასამართლოში წარმოადგინოს ამ დადგენილებების შესრულებისთვის ყველა მიღებული ზომის შესახებ ანგარიში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ვაპირებ, ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას, ასევე, ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის“ – სააკაშვილი
Next post საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს