მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 17 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ, ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო.
სასამართლოს დადგენილებაში საგანგებო ზომებია ჩამოთვლილი, რომელიც ისრაელს გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, ავალდებულებს:
თავიდან აირიდოს ისეთი ქმედებები, რომელიც იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ მენტალურ თუ ფიზიკურ ზიანს აყენებს პალესტინელებს. ეს ქმედებები მითითებულია გენოციდის კონვენციის შესახებ მეორე მუხლში.
უზრუნველყოფს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ ზემოხსენებულ აქტებს.
აღკვეთოს და დასაჯოს ნებისმიერი პირდაპირი თუ საჯარო წაქეზება გენოციდისკენ.
უზრუნველყოს ღაზაში მყოფი პალესტინელებისთვის გადაუდებლად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება და ძირითადი სერვისები.
აღკვეთოს განადგურების ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია გენოციდის აქტების ბრალდებებთან.
სასამართლოში წარმოადგინოს ამ დადგენილებების შესრულებისთვის ყველა მიღებული ზომის შესახებ ანგარიში.