ჯო ბაიდენმა უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის დამატებით 800-მილიონიანი დახმარების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

Read Time:1 Minute, 6 Second

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის დამატებით 800-მილიონიანი დახმარების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება, „ვიდრე ავტოკრატ ლიდერს ომის მადა არ დაეკარგება“.

„ჩვენ უკრაინას დახმარება ჯერ კიდევ გასულ წელს აღმოვუჩინეთ. მადლობა კონგრესს იმისთვის, რომ მათ დაამტკიცეს ამ გაბედული და მამაცი ხალხისთვის დახმარების პაკეტი. ახალი დახმარება თავდაცვის სფეროში ითვალისწინებს სტრინგერის 600 რაკეტას, 9 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსს, ჯაველინს, უპილოტო საფრენი აპარატების თვალთვალის რადარებს, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. უკრაინის მამაც კაცებსა და ქალებს ასევე გავუგზავნით ყუმბარმტყორცნებს, 7 ათას სასროლ იარაღს, 40 მილიონ ტყვიას, 200 ერთეულ ტყვიამფრქვევს, ვერტმფრენებს, საპატრულო ნავებს, სატელიტური გამოსახულებასთან, ჯავშანჟილეტებთან, ჩაფხუტებთან და სხვა ტაქტიკურ აღჭურვილობასთან ერთად“, – განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ამერიკისგან Switchblade 300 და Switchblade 600 ტიპის დრონებს მიიღებს. ეს სამხედრო ტექნიკა ქვეითი ჯარისა და მტრის სამხედრო ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად გამოიყენება.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ვაშინგტონი რუსეთის ეკონომიკას ანადგურებს და იზოლაციაში აქცევს. მისი თქმით, პუტინი უკრაინის ომში იდეოლოგიურად დამარცხებულია, რადგან თავისუფლების მოყვარული ხალხი ვერ გატეხა.

„არ დაგიმალავთ, ომი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს ვიდგებით, ვიდრე პუტინის ზღვარგადასულ აგრესიას არ დავასრულებთ. ამერიკელები რასაც ვამბობთ, ვასრულებთ კიდეც. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი წარმოუდგენელ აგრესიას ახორციელებს, მისი ბრძანებით იბომბება ქალაქები, საავადმყოფოები, სახლები და მშვიდობიანი მოსახლეობა. შევიტყვეთ, რომ რუსებმა მძევლად აიყვანეს სამედიცინო პერსონალი მარიუპოლში. პუტინს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონი მოცემულ ეტაპზე უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს
Next post არსად დამხევი ეგ არაა და არც “დამტორმუზებელი”-მამუკა გამყრელიძე