ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრები წარადგინა

Read Time:1 Minute, 10 Second

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის საკვანძო პოსტებზე კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენია წარდგენილი. 58 წლის პოლიტიკოსი თეთრი სახლის სხვადასხვა სტრუქტურაში 1994 წლიდან მუშაობს. ის აქტიურად უჭერდა მხარს ლიბიაში აშშ-ის სამხედრო ძალების შესვლას.

ლინდა ტომას-გრინფილდი გაეროში აშშ-ის ახალი ელჩი გახდება. ისიც გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს იკავებდა აფრიკის ქვეყნების საკითხებში. ობამას ადმინისტრაციის დროს კი ტომას-გრინფილში აშშ-ის ელჩის იყო ლიბერიაში.

ევრილ ჰაინსი ეროვნულ დაზვერვას უხელმძღვანელებს და ამ პოსტზე პირველი ქალი იქნება. ის CIA-ს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ობამას დროს კი პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ბაიდენის მიერ წარდგენილი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი, ჯეიკ სალივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.

ალეხანდრო მაიორკასი პირველი იმიგრანტი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გახდება, რომელიც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. მაიორკასი კუბელი ებრაელების შვილია, რომლებიც კასტროს რევოლუციის დროს აშშ-ში გაიქცნენ. ექსპერტების თქმით, მაიორკასის დანიშვნა ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარი გზავნილს ადასტურებს – იმიგრაციის შეზღუდვაზე უარის თქმას.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი პრეზიდენტის მრჩეველი გახდება კლიმატის საკითხებში. სწორედ მისი ხელმოწერაა პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე, რომლიდანაც აშშ ტრამპმა გაიყვანა. ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმებაში დაბრუნებას აპირებს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და შედეგებს სასამართლოებში ასაჩივრებს, თუმცა ამის მიუხედავად თავის ადმინისტრაციას ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემის ფორმალური პროცესის დაწყების ნებართვა მისცა. ამასთან, ჯო ბაიდენი პირველი კანდიდატი გახდა, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში 80 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 314 თბილისში გამოვლინდა
Next post მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა